სს „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა დაცვის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა დაცვის იურისტის პოზიციაზე


ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკში არსებული მონაცემთა დამუშავების პროცესების შესწავლა კანონმდებლობასთან და GDPR-თან შესაბამისობის თვალსაზრისით და რეკომენდაციების გაცემა გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად;

  • ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის კონსულტაცია ახალი პროცესის/პროდუქტის დანერგვისას;

  • უფლებამოსილ პირებთან და სხვა მესამე პირებთან მონაცემთა დამუშავების თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში ჩართვა და მონაცემთა დაცვის რისკების შეფასება; 

  • DPIA შეფასებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადება;

  • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების და საჩივრების ანალიზი, ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა საჩივრებზე რეაგირების პროცესში;

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების (პოლიტიკების/პროცედურების) შემუშავებაში და უკვე არსებული დოკუმენტების განახლებაში მონაწილეობა;

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე ნორმატიული ბაზის სისტემატური მონიტორინგი და კვლევა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან და მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR) დაკავშირებული პრაქტიკის შესწავლა და განზოგადება;

  • მონაცემთა დამუშავების პროცესების ინვენტარიზაცია;

  • თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესებში ჩართულობა;

ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებთან ერთად, შესაძლებელია განისაზღვროს მიმართულების საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი ფუნქციები.


სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით/სასურველია მაგისტრის (ან ექვივალენტი) ხარისხი;

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ცოდნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;

  • სამუშაო გამოცდილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით;

  • პროექტების მართვის გამოცდილება;

  • იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა ;

  • MS Office პროგრამების ცოდნა.


უნარები:

  • ანალიტიკური უნარები;

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ეფექტური კომუნიკაცია;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ორგანიზებულობა;

  • დატვირთულ სამუშაო გრაფიკში მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 მაისი, 2026


გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით