საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდში, ვეძებთ მონაცემთა ანალიტიკოსს. შენ ჩართული იქნები ბანკში GenAI-ის ათვისების პროცესში და ანალიტიკაში. იმუშავებ კროსფუნქციურ, ეჯაილ გუნდში მონაცემთა მეცნიერებთან, ანალიტიკოსებთან, ინჟინერებთან, ანალიტიკური პროექტის ლიდთან და კლასტერ პორუქტის მფლობელთან ერთად.


ამ პოზიციაზე მუშაობისას დაგჭირდება:

  • მონაცემთა ანალიტიკის, ტრანსფორმაციის და ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენება;

  • სტატისტიკის საფუძვლების ცოდნა;

  • მოგროვებული, დამუშავებული მონაცემების ანალიზი და ვიზუალიზაცია.

აქტიურად მოგიწევს შემდეგი უნარების გამოყენება:

  • პროგრამული ენები და ტექნოლოგიები: Python, SQL, PowerBI (ან ვიზუალიზაციის სხვა ინსტრუმენტები);

  • ინგლისური ენა (B2);

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ასევე უნდა გქონდეს:

  • უმაღლესი განათლება (მათემატიკა, სტატისტიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა ან სხვა მონათესავე დარგი);

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკის / მოდელირების მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

  •        პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს;

  •        დისტანციურ სამუშაო დღეებს;

  •        ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.


გელოდებით, მოგვიყევი შენზე.

გამოხმაურებას ველოდებით 30 აპრილამდე.

გისურვებთ წარმატებას !

გამოაგზავნეთ განაცხადი