ჩვენ, საქართველოს ბანკში, გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.


სს „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.


სამუშაო გარემო:გუნდი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებაზე და ხელს უწყობს მონაცემების საფუძველზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი მიზანია, დავამუშავოთ, გავაანალიზოთ და ვიზუალურად წარმოვადგინოთ მონაცემები ისე, რომ ბიზნესს მივაწოდოთ ღირებული ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ ანალიტიკური პროდუქტების შექმნისა და მათი ავტომატიზაციის პროცესს.


ძირითადი მოვალეობები:• მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია• ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და ავტომატიზაცია• დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა, გაწმენდა და სტრუქტურირება• სხვადასხვა წყაროებიდან ცვლადების გენერაცია და შეფასება• მონაცემების საფუძველზე მიგნებების კეთება და მათი ბიზნესთან პრეზენტირება• თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდების წევრებთან (მარკეტინგი, პროდუქტები, გაყიდვები და სხვ.)


ცოდნა და უნარები:• მონაცემთა ანალიტიკის, ტრანსფორმაციისა და ვიზუალიზაციის მეთოდები• სტატისტიკის საფუძვლები• Python (PySpark-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად),  • SQL

• Power BI-ის ან სხვა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები• ინგლისური ენა – B2 დონეზე• ანალიტიკური აზროვნება• დეტალებზე ორიენტირებულობა• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა• პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი• ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი • გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი


სამუშაო გამოცდილება:სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით. გამოცდილება საფინანსო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.


ცოდნა და უნარები:უმაღლესი განათლება ერთ-ერთ შემდეგ დარგში:მათემატიკა, სტატისტიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა ან სხვა მონათესავე მიმართულება.


გელოდებით, მოგვიყევი შენს შესახებ!რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 23 იანვარი, 2026 წელი.


გამოაგზავნეთ განაცხადი