საქართველოს ბანკის ორგანიზაციული რისკების მართვის დეპარტამენტში ვეძებთ მონაცემთა ანალიტიკოსს.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, მონაცემთა შეგროვება და ინტერპრეტაცია;

  • მონაცემებიდან მნიშვნელოვანი მიგნებების გაკეთება სხვადასხვა ბიზნეს პრობლემის გადასაჭრელად;

  • სხვადასხვა ანალიტიკური გადაწყვეტების ეფექტურობის ანალიზი;

  • მონაცემთა ანალიტიკის პროცესების ავტომატიზაციაზე მუშაობა;

  • არსებული რეპორტების ვიზუალიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;

  • საბანკო რისკების ჭრილში პერიოდული და ad-hoc რეპორტების მომზადება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; ფინანსების, ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკისა ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

  • დიდ მონაცემთა ბაზებზე/მონაცემთა დამუშავების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • რეპორტების/პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;

  • მონაცემთა ბაზის ენების ცოდნა: SQL, PL/SQL, (სასურველია Python);

  • MS Office, განსაკუთრებით Excel-ისა და Power Point-ის საფუძვლიანი ცოდნა;

  • Pandas ბიბლიოთეკის გამოყენებით მონაცემებზე მანიპულაციის უნარი.


საჭირო უნარები:

  • მონაცემთა ანალიზის და ვიზუალიზაციის უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტირების უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი.


გამოხმაურებას ველით 2026 წლის 15 ოქტომბრამდე.

გამოაგზავნეთ განაცხადი