ჩვენ, საქართველოს ბანკში, გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.

სსსაქართველოს ბანკისმონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.


სამუშაო გარემო:

გუნდი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებაზე და ხელს უწყობს მონაცემების საფუძველზე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი მიზანია, დავამუშავოთ, გავაანალიზოთ და ვიზუალურად წარმოვადგინოთ მონაცემები ისე, რომ ბიზნესს მივაწოდოთ ღირებული ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ ანალიტიკური პროდუქტების შექმნასა და მათი ავტომატიზაციის პროცესს.


ძირითადი მოვალეობები:
მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია
ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და ავტომატიზაცია
დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა, გაწმენდა და სტრუქტურირება
სხვადასხვა წყაროებიდან ცვლადების გენერაცია და შეფასება
მონაცემების საფუძველზე ბიზნესის მოძიება და მათი პრეზენტაცია
თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდის წევრებთან (მარკეტინგი, პროდუქტები, გაყიდვები და სხვ.)


ცოდნა და უნარები:
მონაცემთა ანალიტიკის, ტრანსფორმაციისა და ვიზუალიზაციის მეთოდების ცოდნა
სტატისტიკის საფუძვლების ცოდნა
• SQL, Python-ის ცოდნა
• Power BI ან სხვა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა
ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონეზე
ანალიტიკური აზროვნება
დეტალებზე ორიენტირებულობა
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
პუნქტუალურობა და ეფექტური დროის მართვის უნარი
ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა
გუნდურობა და კომუნიკაციის ეფექტური უნარი


სამუშაო გამოცდილება:
სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით. გამოცდილება საფინანსო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.


ცოდნა და უნარები:
უმაღლესი განათლება ერთ-ერთ შემდეგ დარგში:
მათემატიკა, სტატისტიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა ან სხვა მსგავსი მიმართულება.


გელოდებით, მოგვიყევი შენ შესახებ!
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 1 სექტემბერი, 2025 წელი.

გამოაგზავნეთ განაცხადი