საქართველოს ბანკში Customer Tribe-ში, Data Driven Campaigns გუნდში, ვეძებთ მონაცემთა ანალიტიკოსს.

 

სამუშაო გარემო:

გუნდი მუშაობსმომხმარებლებზე არსებული მონაცემების დამუშავებაზე, მათში საინტერესო მიგნებების მოძიებასა და ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათთან თანამშრომლობით, სწორი სამიზნე აუდიტორიების შერჩევაზე. რომელზეც გუნდი ახორციელებს გაყიდვების მასტიმულირებელ კამპანიებს, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში.

 

 ძირითადი მოვალეობები:

დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა, მათი შეგროვება, გაწმენდა და დალაგება

ცვლადების დაგენერირება/ანალიზი წინასწარ განსაზღვრული წყაროებიდან

მონაცემთა ანალიზი და მიგნებების დაჭერა

მარკეტინგული კამპანიების (email, digital, social media, etc.) ეფექტურობის გაზომვა

მონაცემთა რეპორტინგი და ვიზუალიზაცია,

თანამშრომლობა მარკეტინგისა და პროდუქტის გუნდებთან, რათა მოხდეს კამპანიების ოპტიმიზაცია მონაცემთა ანალიზის გამოყენებით

ბიუჯეტის ოპტიმიზაციის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა მარკეტინგული არხის მუშაობის მონიტორინგი და პროგნოზირება.

 

 

ცოდნა და უნარები:

მონაცემთა ბაზებთან (MySQL, PL/SQL, SQL, etc.) მუშაობის გამოცდილება;

მონაცემთა ვიზუალიზაციის ხელსაწყოების (Tableau, Power BI, etc. )მუშაობის გამოცდილება;

ანალიტიკური აზროვნება;

  გამოცდილება A/B ტესტირებაში, მრავალვარიანტულ ტესტირებაში და კამპანიის ოპტიმიზაციის ტექნიკებში.

გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

დეტალებზე ორიენტირებულობა;

ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;

პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

დროის მენეჯმენტი;

გუნდურობა;

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს;

ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს;

ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

თანამედროვე პლატფორმებთან მუშაობის შესაძლებლობას;

 


გელოდებით, მოგვიყევი შენ შესახებ!

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 ოქტომბერი, 2024 წელი.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.