საქართველოს ბანკის ორგანიზაციული რისკების მართვის დეპარტამენტში, მონაცემთა ანალიტიკოს ვეძებთ.


თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ისწავლოთ დიდი რაოდენობით მონაცემებზე მუშაობა: მათი მოძიების, დამუშავების, მათზე სცენარული ანალიზის განხორციელების, ინტერპრეტირების და ორგანიზებულად წარმოდგენის კუთხით. გექნებათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ბანკის რისკებს, რისკ მეტრიკებს, მათი დათვლის პრინციპებს და შინაარს, თითოეული მათგანის მნიშვნელობის ანალიზს როგორც კონკრეტულ მომენტში, ასევე დინამიკაში. გაეცნობით, თუ როგორ რეაგირებს ბანკი და ბანკის რისკიანობა როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების ცვლილებაზე. მონაწილეობას მიიღებთ ორგანიზაციის დონეზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორც მონაცემების ანალიზის, ასევე, შემდგომში ინტერპრეტირების ეტაპზე.


ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, მონაცემთა შეგროვება და ინტერპრეტაცია;

  • მონაცემებიდან მნიშვნელოვანი მიგნებების გაკეთება სხვადასხვა ბიზნეს პრობლემის გადასაჭრელად;

  • სხვადასხვა ანალიტიკური გადაწყვეტების ეფექტურობის ანალიზი;

  • მონაცემთა ანალიტიკის პროცესების ავტომატიზაციაზე მუშაობა;

  • არსებული რეპორტების ვიზუალიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;

  • საბანკო რისკების ჭრილში პერიოდული და ad-hoc რეპორტების მომზადება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკისა ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.


სასურველი გამოცდილება:

  • მონაცემთა დამუშავების მიმართულებით გამოცდილება იქნება უპირატესობა;

  • Pandas ბიბლიოთეკის გამოყენებით მონაცემებზე მანიპულაციის უნარი.


საჭირო უნარები:

  • მონაცემთა ბაზის ენების ცოდნა, როგორიცაა SQL, PL/SQL, Python (სასურველია);

  • MS Office, განსაკუთრებით Excel-ისა და Power Point-ის კარგი ცოდნა;

  • რეპორტების/პრეზენტაციების მომზადების უნარი;

  • სტატისტიკის ცოდნა საბაზისო დონეზე;

  • ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები.


გამოხმაურებას ველით 2025 წლის 10 ნოემბრამდე!

გამოაგზავნეთ განაცხადი