“საქართველოს ბანკის” მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე.

 

მომხმარებელთა მხარდაჭერის მიართულების მთავარი მიზანია შექმნას მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობები მომხმარებელთან, დროული, მარტივი და გასაგები ინფორმაციის მიწოდების გზით; ხელი შეუწყოს  მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას და ჩვენს მიერ გაწეული მომსახურება დასამახსოვრებელი გავხადოთ  მომხმარებლებისითვის.

 

იმისთვის რომ ჩვენი მიზნები რეალობად ვაქციოთ აუცილებელია : 

1)სხვადასხვა საკომუნკაციო არხის მეშვეობით  24/7-ზე მომხმარებელის მოთხოვნების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის დროული მიწოდებაა.

2)მომხმარებლის მხრიდან სხვადასხვა არხში დაფიქსირებული პრეტენზიების და მოთხოვნების განხილვა, პასუხის მომზადება და მიწოდება დადგენილ ვადებში;

3)მომხმარებელთა მომსახურებისას წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიკაცია, ანალიზი, მათი მოგვარების მიზნით პროექტების ინიცირება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება.

 

ძირითადი მოვალეობები:

·       მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად მიმართულების სტრატეგიის დაგეგმვა, ბანკის სტრატეგიის შესაბამისად;

·       მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულების ბიზნეს ერთეულების პროცესების ფორმირება, ოპტიმიზაცია და მუდმივი გაუმჯობესება დეპარტამენტის და ბანკის საერთო ბიზნეს ამოცანების შესაბამისად;

·       მიმართულების პროცესების მართვა, მონიტორინგი, ეფექტურობის უზრუნველყოფა და სისტემური გაუმჯობესების გზების მუდმივი ძიება;

·       მიმართულების სერვისების ანალიტიკური ანალიზი, ფაქტებზე და ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;

·       შესრულების/მომსახურების მუდმივი მონიტორინგი, მისი გაუმჯობესების მუდმივი გზების ძიება;

·       სამუშაო პროცესში შემაფერხებელი გარემოებების/პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება. საჭიროებისას, შესაბამისი ესკალაციის განხორციელება;

·       გუნდში ჯანსაღი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტურებული კორპორატიული გარემოს შენარჩუნების მონიტორინგი;

·       თანამშრომელთა განვითარება: ქოუჩინგი/მენტორინგი, მოტივირება, შესრულების შეფასება და საჭირო ტრეინინგების განსაზღვრა;

·       ბანკის ჭრილში სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კოლაბორაცია;

 

 

სამუშაო გამოცდილება:  ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;

ფინანსურ სექტორში მუშაობის და სისტემური მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

 

სასურველი კანდიდატის პროფაილი:

·       სტრატეგიული და ტაქტიკური ანალიზის უნარი;

·       გადაწყვეტილების მიღების და პრობლემების გადაჭრის კარგად განვითარებული უნარები;

·       მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;

·       გუნდურობა;

·       ძლიერი ლიდერული უნარები - საერთო სურათის ხედვის და გაზიარების უნარი, თამშრომლების მოტივაციის, განვითარების, კონსულტირების და მენტორინგის უნარი;

·       ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის უნარი.

 

ველოდებით შენს გამოხმაურებას. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ივლისი.

 

წარმატებები!

გამოაგზავნეთ განაცხადი