საქართველოს ბანკის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი (Customer Experience Management Department) ეძებს გუნდის ახალ წევრს, დეპარტამენტის მოადგილის პოზიციაზე.


ჩვენ ვეძებთ ინოვაციურ და ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანს, რომელიც ჩართული იქნება დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში. ეს როლი მოიცავს მომხმარებლებიდან მიღებული შეფასებების და საოპერაციო მონაცემების ერთობლივად გამოყენებას, მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. 

თუ თვლი რომ გაქვს ლიდერობის და გუნდის მართვის გამოცდილება, ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გაქვს ანალიტიკური უნარები, გამოირჩევი ინიციატივებით და ხარ ინოვაციური, მაშინ გაეცანი ჩვენი ვაკანსიის დეტალებს:


რას გააკეთებს Deputy Head of CX Management Department


მომხმარებელთა გამოცდილების მართვის სტრატეგია:

  • მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტის სტრატეგიის შემუშავებაში და იმპლემენტაციაში ჩართულობა;

  • მომხმარებლის უკუკავშირის და შედეგების მუდმივი ანალიზი, ტრენდების, მნიშვნელოვანი და გასაუმჯობესებელი საკითხების დაიდენტიფიცირების მიზნით;

  • გუნდის მიერ დაინიცირებული პროექტების თუ ინიციატივების შესაბამის მიმართულებებთან გაზიარება და  მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა;

  • მომხმარებლების პრობლემების მოგვარების მიზნით სხვადასხვა მიმართულებებთან მჭირდო თანამშრომლობა.

გუნდის მართვა:

  • ინიციატივების წახალისება და პოზიტიური გარემოს შექმნა;

  • მუდმივი უკუკავშირი გუნდის წევრებთან;

  • გუნდის კვალიფიკაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;

  • გუნდის KPI-ს შემუშავება და პერიოდული მონიტორინგი.

დაინტერესებული მხარეების მართვა:

  • ბანკის სხვადასხვა მიმართულებებთან მჭირდო და ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება;

  • მომხმარებლების უკუკავშირის და რეკომენდაციების გაზიარება დაინტერესებულ მხარეებთან და მიმართულებებთან;

  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში მომხმარებლის პერსპექტივის დაცვა და ადვოკატირება.

მუდმივი განვითარება:

  • ინდუსტრიის ტრენდების და best practices გაცნობა;

  • დეპარტამენტის პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

  • ხარისხის უზრუნველყოფა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.

 

Deputy Head of CX Management Department -ისთვის მნიშვნელოვანია და ვფიქრობ რომ დაგჭირდება:

  • ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

  • პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ინოვაციური აზროვნება და უწყვეტ გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა. ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის გამოცდილება;

  • ლიდერობის და გუნდის მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

  • კარგი კომუნიკაციის უნარები;

  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის და ppt ს მაღალ დონეზე ცოდნა;

  • საბანკო პროდუქტების და სერვისების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

 

თუ ფლობ საჭირო უნარებს და გამოცდილებას ველოდებით შენს გამოხმაურებას 2024 წლის 6 სექტემბრამდე.


წარმატებები!

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.