სს „საქართველოს ბანკის“საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარისთანამდებობაზე ვანში.

პოზიციის მიზანიაფულადი ოპერაციების ოპერატიულად, ზუსტად და უშეცდომოდ წარმოება მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით.

 

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ:

·       აწარმოებთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვისა და სამგზავრო და საბანკო ჩეკებთან დაკავშირებულ ფულად ოპერაციებს;

·       მიიღებთ დაზიანებულ კუპიურებს და აწარმოებთ მასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.

·       მოახდენთ ფულის და სალაროს დღიური საბუთების ფორმირებას.

 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:


განათლება:უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

სამუშაო გამოცდილება:სასურველია მომსახურების სფეროში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

·       კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

·       ქართული-სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

·       მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;

·       კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

·       გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

·       ფიქსირებულ ანაზღაურებას და კომფორტულ სამუშაო ადგილს;

·       კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

 

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 9 დეკემბერი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით