სს „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლების კმაყოფილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარის თანამდებობაზე თბილისში



პოზიციის მიზანია, მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება და მათი კმაყოფილების კვლევა შესაბამისი კითხვარების საშუალებით.


სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი; 10:00-19:00;


ძირითადი მოვალეობები:

·  სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებელთან;

·  კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი, სასურველია სოციოლოგიის მიმართულება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული);


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

· კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

· კეთილგანწყობა;

· გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ,შესრულების სისწრაფე, კარგი მეხსიერება,პასუხისმგებლობა,ორგანიზებულობა;




დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 31 მარტი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი