სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიმღებ-შემფასებლის თანამდებობაზე საგარეჯოში.


ძირითადი მოვალეობები:

 

  • ძვირფასი ლითონების, ქვების შეფასება და სესხის გაფორმება;

  • გირაოს ნივთების მსესხებლისათვის დაბრუნება;

  • შეტყობინებების გაგზავნა მსესხებლებთან;

  • გაყიდვების გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება.

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება:

 

  • უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

  • სასურველია, მაგრამ არასავალდებულო ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი.

 

სამუშაო გამოცდილება:

 

სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება

  

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.

 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 30 აპრილი , 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით