სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიმღებ-შემფასებლის პოზიციაზე ქ. ბოლნისში.



აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: 

  • შეაფასებ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და გააფორმებ შესაბამის სესხს;

  • გირაოს ნივთებს დაუბრუნებ მსესხებელს;

  • განახორციელებ თანხის კონვერტაციასა და მიიღებ გზავნილებს;

  • გაგზავნი შეტყობინებებს მსესხებლებთან;

  • გაყიდვების გაზრდის მიზნით განახორციელებ შესაბამის ღონისძიებებს.


ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარება, განივითარო პიროვნული უნარები და მიიღო საბაზისო ცოდნა საბანკო-სალომბარდე პროდუქტებისა და პროცესების შესახებ;

  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს და ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი კვალიფიკაცია:

 

განათლება:

  • უმაღლესი (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი);

  • სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი.

სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

  • დეტალებზე ორიენტირება, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა.

 

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, მიიღო ახალი ცოდნა და გამოსცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 14 ივლისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი