სს„საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე თბილისში.


პოზიციის მიზანია საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის ზრდა.

ძირითადი მოვალეობები:


·        პოტენციური კლიენტების მოძიება, სესხის და ბანკის დამატებითი პროდუქტების  შეთავაზება;

·        პოტენციური კლიენტისთვის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;

·        დოკუმენტების ფაილინგი, შესაბამის დეპარტამენტთან გაგზავნა; 

·        ჯგუფის პორტფელის ხარისხის კონტროლი;

·        დაქვემდებარებული თანამშრომლების შედეგების და მათი პორტფელის მონიტორინგი;

·        ჯგუფის შედეგების მომზადება/ პრეზენტაცია დეპარტამენტისთვის;

·        მომსახურების სტანდარტებისა და ბანკში არსებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;

·        კორესპონდენციის მართვა.

 

სავალდებულო მოთხოვნები:


 განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

 

სამუშაო გამოცდილება:

მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები: 

·        ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა;

·        ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის საბაზისო პრინციპები;

·        საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

·        გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია; 

·        ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;

·        სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;

·        სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;

·        მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, გუნდდური მუშაობის უნარი.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს„გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 მარტი, 2026 წელი.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით