სს „საქართველოს ბანკისსაცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე თბილისში.



პოზიციის მიზანია საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის ზრდა.

ძირითადი მოვალეობები:



·            პოტენციური კლიენტების მოძიება, სესხის დაბანკის დამატებითი პროდუქტების  შეთავაზება;

·           პოტენციური კლიენტისთვის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;

·            დოკუმენტების ფაილინგი, შესაბამის დეპარტამენტთან გაგზავნა; 

·            ჯგუფის პორტფელის ხარისხის კონტროლი;

·           დაქვემდებარებული თანამშრომლების შედეგების და მათი პორტფელის მონიტორინგი;

·            ჯგუფის შედეგების მომზადება / პრეზენტაცია დეპარტამენტისთვის;

·             მომსახურების სტანდარტებისა და ბანკში არსებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;

·            კორესპონდენციის მართვა.

 

სავალდებულო მოთხოვნები:


 განათლებაუმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

 

სამუშაო გამოცდილება:

 მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.

 

 სავალდებულო ცოდნა, უნარები: 

·        ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა;

·        ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის საბაზისო პრინციპები;

·        საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

·        გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია

·        ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;

·        სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;

·        სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;

·        მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი, ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;

·        პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკსგამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 08 სექტემბერი, 2025 წელი.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით