სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე სენაკში.
პოზიციის მიზანია საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის ზრდა.
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების მოძიება, სესხის დაბანკის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
პოტენციური კლიენტისთვის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;
დოკუმენტების ფაილინგი, შესაბამის დეპარტამენტთან გაგზავნა;
ჯგუფის პორტფელის ხარისხის კონტროლი;
დაქვემდებარებული თანამშრომლების შედეგების და მათი პორტფელის მონიტორინგი;
ჯგუფის შედეგების მომზადება / პრეზენტაცია დეპარტამენტისთვის;
მომსახურების სტანდარტებისა და ბანკში არსებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
კორესპონდენციის მართვა.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
სამუშაო გამოცდილება:
მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა;
ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის საბაზისო პრინციპები;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;
სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;
სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი, ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11 ნოემბერი, 2024 წელი.