მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსი - მარნეული
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე მარნეულში.
პოზიციის მიზანია საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის ზრდა.
ძირითადი მოვალეობები:
· პოტენციური კლიენტების მოძიება, სესხის დაბანკის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
· პოტენციური კლიენტისთვის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;
· დოკუმენტების ფაილინგი, შესაბამის დეპარტამენტთან გაგზავნა;
· ჯგუფის პორტფელის ხარისხის კონტროლი;
· დაქვემდებარებული თანამშრომლების შედეგების და მათი პორტფელის მონიტორინგი;
· ჯგუფის შედეგების მომზადება / პრეზენტაცია დეპარტამენტისთვის;
· მომსახურების სტანდარტებისა და ბანკში არსებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
· კორესპონდენციის მართვა.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
სამუშაო გამოცდილება:
მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
· ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა;
· ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის საბაზისო პრინციპები;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
· ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;
· სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;
· სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
· მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი, ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;
· პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 14 აგვისტო, 2024 წელი.