სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
პერიოდული უკუკავშირის მიღება პოტენციური მომხმარებლებისგან;
სარეკლამო ბუკლეტების და ბროშურების დარიგება პოტენციური მომხმარებლებისათვის;
მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;საკრედიტო პროდუქტების გაყიდვა
სამუშაო ადგილი: საქართველოს ბანკის ფილიალი ან პარტნიორი ორგანიზაციის ობიექტი.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის გამოცდილება მიკრო / მცირე / საშუალო / აგრო დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.
ანაზღაურება: ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 ოქტომბერი, 2024.