სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე წალენჯიხაში.


ძირითადი მოვალეობები:

 

  • მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;

  • მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;

  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;

  • მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;

  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა.

 

  

სავალდებულო მოთხოვნები:

  

განათლება:

 

უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება.

  

სამუშაო გამოცდილება:

 

განვიხილავთ როგორც დამწყებ, აგრეთვე, გამოცდილების მქონე კანდიდატებს ბიზნეს საბანკო დაკრედიტების მიმართულებით.


  

ანაზღაურება: ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.

 

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

  • ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით