სს „საქართველოს ბანკისსაცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ამბროლაურში.


ძირითადი მოვალეობები:


  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად

  • მიკრო საკრედიტო ექსპერტების ონჯობ ტრენინგი, მხარდაჭერა;

  • პოტენციური კლიენტების მოძიება;

  •   სესხის შეთავაზება, საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;

  • კლიენტის ბიზნესის ანალიზი;

  • პორტფელის ხარისხის კონტროლი;

  •   პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;

  •    საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადება;

  •   სესხის პროგრამული რეგისტრაცია;

  • სესხის გაცემა;

  • დოკუმენტების ფაილინგი;

  •   სესხის წინსწრებით დაფარვის უზრუნველყოფა;

  • კლიენტისთვის ბანკის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება.

სავალდებულო მოთხოვნები:


 განათლებაუმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;


სამუშაო გამოცდილება:

მინიმუმ 6 თვიანი სამუშო გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით.


 სავალდებულო ცოდნა, უნარები: 


  •   განვითარებაზე ორიენტირებულობა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • გაყიდვების უნარი;

  • პრეზენტაციის წარდგენის უნარი;

  •  არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;

  •   ორგანიზებულობა;

  •   ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;

  •   გუნდის მართვის უნარი;

  • შედეგებზეორიენტირებულობა;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკსგამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22 ივლისი, 2024 წელი.



გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.