საქართველოს ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი, უსაფრთხოების საოპერაციო ცენტრში(SOC) ეძებს middle/senior კიბერ საფრთხეების ანალიტიკოს(Cyber Threat Analyst).

 

პოზიციის მინიმალური მოთხოვნები:

  • Windows/Linux ოპერაციული სისტემების არქიტექტურის/უსაფრთხოების ცოდნა;

  • Windows/Linux სისტემებზე ლოგირების კონფიგურაციების/მონიტორინგის ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;

  • სხვადასხვა Cloud გარემოს უსაფრთხოების ხელსაწყოების ცოდნა;

  • სხვადასხვა ხელსაწყოსთნ მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა EDR, SIEM, Azure/AWS/GCP, IPS, WAF, Proxy, etc.

  • გამოცდილება სხვადასხვა ძებნის ენასთან(query language) ხელსაწყოებში(EDR,SIEM,etc) მონაცემების მოძებნა/დამუშავებისთვის;

  • სატესტო შემთხვევებისა(test cases) და აღმოჩენის წესების(detection rules) შემუშავების და შემდგომი გაუმჯობესების გამოცდილება;

  • MITRE ATT&CK ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია რომელიმე პროგრამირების/სკრიპტინგის ენის ცოდნა, როგორიცაა bash, python, powershell, etc;

  • სასურველია ე.წ. forensic ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია შეღწევადობის ტესტირების გამოცდილება;

  • სასურველია ვენდორის მოძიების/კომუნიკაციის და ხელსაწყოების ტესტირების ჩატარების გამოცდილება;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • კარგად განვითარებული მოკვლევის, ანალიტიკისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • მაღალი მოტივაცია სამუშაოს მიმართ, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

 

პოზიციის პასუხისმგებლობები:

  • უსაფრთხოების ხელსაწყოების გამოყენებით ინფრასტრუქტურის მონიტორინგი საფრთხეებზე;

  • სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემიდან მიღებული შეტყობინებების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;

  • კიბერ უსაფრთხოების ხელსაწყოების დანერგვა/ადმინისტრირება/კონფიგურაცია;

  • კიბერ საფრთხეებზე აღმოჩენის/რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, დახვეწა;

  • ე.წ. Purple Teaming პროცესში მონაწილეობის მიღება;

 

რას გთავაზობთ:

საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმეს;

მეგობრულ გარემოს, სადაც შეგიძლია დასვა კითხვები და განვითარდე როგორც პროფესიონალი;

წლიური სერთიფიცირების შესაძლებლობას;

 

​დაინტერესების შემთხვევაში CV ამ მეილზე გამოგვიგზავნე - Charlie Yankee Bravo Three Romeo Victor Four Charlie Four November Charlie Yankee @Bravo Oscar Golf Stop Golf Echo 


გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის 16 ივნისის ჩათვლით!



გამოაგზავნეთ განაცხადი