სს „საქართველოს ბანკის“  საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მერჩანტი პარტნიორების კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები:

  • მერჩანტი პარტნიორების მოძიება, მათთან მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება;

  • პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;

  • დაქვემდებარებული მერჩანტი პარტნიორების გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა, კონტროლი;

  • მერჩანტი პარტნიორების განვადების მენეჯერების ონბორდინგი, სამუშაო სივრცის ტექნიკური გამართვა, სწავლების პროცესში მხარდაჭერა;

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

  • სამუშაო პროცესში გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ინიცირება შესაბამის სამსახურებთან;

  • შედეგების მომზადება და შესაბამისი პრეზენტაციის წარდგენა;

სამუშაო გამოცდილება: საბანკო სფეროში გაყიდვებისა და მერჩანტი პარტნიორებთან ურთიერთობის მართვის მიმართულებით.


განათლება:უმაღლესი განათლება; სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);

  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;



    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი, 2026.


გამოაგზავნეთ განაცხადი