სს „საქართველოს ბანკის“  საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას  მერჩანტი პარტნიორების კოორდინატორის პოზიციაზე აჭარაში და გურიაში.


ძირითადი მოვალეობები:

  • მერჩანტი პარტნიორების მოძიება, პირობების შეთავაზება და ხელშეკრულებების გაფორმება;

  • მერჩანტი პარტნიორების ფუნქციური გამართვის უზრუნველყოფა;

  • დაქვემდებარებული პარტნიორი მერჩანტების გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა;

  • დაქვემდებარებული მერჩანტი პარტნიორების პორტფელის რაოდენობრივი და მოცულობითი ზრდის მხარდაჭერა;

  • დაქვემდებარებული მერჩანტი პარტნიორების გაყიდვების კონტროლი;

  • დაქვემდებარებული მერჩანტი პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერა;

  • მერჩანტი პარტნიორების განვადების მენეჯერებისთვის ლოკაციის შერჩევა;

  • მერჩანტი პარტნიორების განვადების მენეჯერების შერჩევა/დანიშვნა/ჩანაცვლება;

  • მერჩანტი პარტნიორების განვადების მენეჯერების ონბორდინგი, სამუშაო სივრცის ტექნიკური გამართვა;

  • მერჩანტი პარტნიორების განვადების მენეჯერების სამუშაო პროცესის სწავლება და მხარდაჭერა;

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

  • სამუშაო პროცესში გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ინიცირება შესაბამის სამსახურებთან;

  • შედეგების მომზადება და პრეზენტაციის წარდგენა;

სამუშაო გამოცდილება: საბანკო სფერო გაყიდვების და მერჩანტებთან მუშაობის მიმართულებით.


განათლება: უმაღლესი განათლება,სასურველია ეკონომიკის,ფინანსების,ბიზნეს ადმინისტრირების ,მათემატიკის მიმართულებით.


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები, აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • საქართველოს ბანკის ბრენდი;

  • საქართველოს ბანკის პროდუქტები;

  • საქართველოს ბანკის ძირითადი ბიზნეს მიმართულება და მათი საქმიანობა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Excel,Outlook,Power point,Word)


    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა. 25 ოქტომბერი 2024.



გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით