ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
„საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე - ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქციები:
· გარე და შიდა მცენარეების, ნიადაგის და გამწვანებული ტერიტორიის მოვლა:
· გაზონის მოვლა/გაკრეჭა/თესვა
· ნარგავების სხვლა/ფორმირება/გადარგვა
· ნიადაგის ტენიანობის კონტროლი
· ხელით მორწყვა ან ავტომატური
· წყლის რაოდენობის და სიხშირის სწორი შერჩევა
· სარწყავი სისტემის მართვა
· ნიადაგის განოყიერება/სასუქის შერჩევა
· სარეველების კონტროლი
· მცენარეთა მდგომარეობის მონიტორინგი/დაავადებების გამოვლენა
· პრევენციული ზომების მიღება/მკურნალობა
· მცენარეების ესთეტიკური მოვლა (ხმელი ფოთლების/ტოტების მოცილება; ფორმის შენარჩუნება და საყვავილეების მოწესრიგება)
· მცენარის სახეობის გათვალისწინებით სწორი განთავსება (განათება/მიკროკლიმატი)
· სეზონური სამუშაოების დაგეგმვა
· ინვენტარის/ტექნიკის მოვლა/პატრონობა
· მოვლის კალენდრის შედგენა
· მცენარეთა ნუსხის ჩანაწერების წარმოება
· შერულებული სამუშაოების რეპორტინგი
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: საშუალო განათლება/ბაკალავრის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია 2 წლიანი გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა,
დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, კონფიდენციალობის დაცვის უნარი, ყურადღება დეტალებზე და ფიზიკური გამძლეობა;
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 21 ივლისი, 2025.