ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს ,,საქართველოს ბანკის“  ESG და მდგრადობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას მდგრადობის ანგარიშგებისა და მონაცემთა ანალიზის ოფიცრის პოზიციაზე თბილისში


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • დიდი მოცულობის ESG (Environmental, Social & Governance) და მდგრადობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და სხვადასხვა წყაროდან მონაცემების ინტეგრირება;

  • ESG და მდგრადობის მიმართულებით დეშბორდებისა და ვიზუალიზაციების შექმნა/განახლება;

  • მონაცემების ანალიზი, ტენდენციებისა და მნიშვნელოვანი მიგნებების იდენტიფიცირება;

  • მდგრადობის ანგარიშგების პროცესში მონაწილეობა (Sustainability Report, IFRS S2/S1, ESG disclosures და სხვა);

  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFI-ები), ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ESG/მდგრადობის კითხვარებსა და due diligence პროცესებზე მუშაობა;

  • ESG და მდგრადობის მონაცემების ხარისხის კონტროლი და სიზუსტის უზრუნველყოფა;

  • შიდა გუნდებთან თანამშრომლობა ESG მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პროცესში;

  • ESG მიმართულებით რეგულაციების, სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის მონიტორინგი;

  • ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მონაცემთა ანალიზის ან/და ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL, PL/SQL, MySQL და სხვა);

  • მონაცემთა ვიზუალიზაციის ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება (Power BI, Tableau და სხვა);

  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • საფინანსო სექტორში ან/და ESG/მდგრადობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • გამართული წერითი/ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;

  • ESG/მდგრადობის მიმართულებით ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.



საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 22 მაისის ჩათვლით.


გამოაგზავნეთ განაცხადი