სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დისტანციური გაყიდვების და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

 

 

ბანკირის ძირითადი მოვალეობები:

 

·      მცირე და საშუალო ბიზნეს პორტფელში არსებული კლიენტების მიერ დაფიქსირებულ საკითხებზე საოპერაციო მხარდაჭერა;

·      ბანკირებისთვის კონსულტაციის გაწევა საოპერაციო ინციენტებზე მომართვიანობის შემთხვევაში;

·      საოპერაციო პროცესებში აღმოჩენილი საკითხების დაფიქსირება და მოგვარების პროცესებზე დაკვირვება;

·      AML-ის მიერ გამოვლენილ საკითხებზე ზუსტი და დროული რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან კომუნიკაცია და დოკუმენტაციის შეგროვება შემდგომ განსახილველად;

·      იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი არასაკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ კლიენტების კონსულტირება;

·      ანგარიშების გახსნის პროცესში ჩართულობა, კლიენტებთან კომუნიკაცია, დოკუმენტაციის შეგროვება და ბექ ოფისის შესაბამის გუნდებთან კომუნიკაცია;

·      კლიენტის იდენტიფიკაცია ბანკში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, იდენტიფიცირებული კლიენტების საჭიროების დადგენა, ბექ ოფისის შესაბამის გუნდებთან დაფიქსირება და მოგვარების პროცესში ჩართულობა საჭიროებისამებრ;

·      კლიენტებისთვის პროდუქტების შეთავაზება , ხელშეკრულებებისა და დანართების მომზადების უზრუნველსაყოფად შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და კლიენტის თანხმობის მოპოვება ბიზნეს ონლაინის შეტყობინების მოდულიდან, აღნიშნული არხიდან მომსახურების პროცედურის შესაბამისად;

·      კლიენტების სერვის ცენტრში გადამისამართების უზრუნველყოფა იმ პროდუქტებისა და სერვისების მისაღებად, რომლის დისტანციური მიწოდებაც პროცედურულად არ რეგულირდება;

·      კლიენტის მხარდაჭერა საოპერაციო, ტრანზაქციულ საკითხებთან დაკავშირებით, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება;

·      მაკორექტირებელი ოპერაციების ინიცირება და შესაბამის დელეგირებულ პირთან შეთანხმება,

·      იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფა შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით და კლიენტისთვის უკუკავშირის დაბრუნება.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·      განათლება: უმაღლესი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);

·      მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით: ბანკირის , იურიდიული პირების მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;


 

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

·       სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;

·       შრომისმოყვარეობა - მოტივირებულობა;

·       თვითგანვითარება;

·       პასუხისმგებლიანობა - შედეგზე ორიენტირება;

·       მიმღებლობა და ღიაობა უკუკავშირის მიმართ - საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერების მზაობა;

·       ცვლილებებთან და სიახლეებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

·       კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;

·       დროის/პრიორიტეტების ეფექტურად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა/ორგანიზებულობა;

·       ნდობა და პატივისცემა კოლეგების და მომხმარებლების მიმართ - გუნდური მოთამაშე მოსმენის და დარწმუნების უნარი;

·       უცხო ენების ცოდნა;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 ივნისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით