ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დისტანციური გაყიდვების და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული სესხების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.


ძირითადი მოვალეობები:

  • მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის ციფრული ბიზნეს სესხების შეთავაზება, შესაბამისი განაცხადის მომზადებაში მხარდაჭერა და კონსულტაციის გაწევა;

  • ციფრული სესხების არსებულ საკრედიტო განაცხადებში, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

  • მომხმარებლის სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების უზრუნველყოფა;

  • მომხმარებლებისთვის მოახლოებული ან ვადაგადაცილებული გადახდების შეხსენება.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი, ბიზნესის ადმინისტრირება, საფინანსო და საბანკო საქმე;                                                                                                              

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი საბანკო გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით;


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • ქართული თავისუფლად, სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;

  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;


სამუშაო ადგილი:

საბურთალო, რუსთაველის გამზ. N2



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 მარტი, 2026.


გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით