სს საქართველოს ბანკის პრობლემური კორპორაციული, მცირე და საშუალო სესხების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების რეაბილიტაციის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.




ძირითადი ფუნქციები:

  • მსესხებლებთან/თავდებებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან ყოველდღიური სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა, ვადაგადაცილების აღმოფხვრის, ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;

  • ვადაგადაცილებულ მსესხებლებთან მოლაპარაკების წარმოება, ბიზნესში წამოჭრილი ფინანსური პრობლემების გადაჭრის სტრატეგიის შემუშავების მიზნით;

  • პორტფელში არსებული მსესხებლების მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის საოპერაციო საქმიანობის შესწავლა და გაანალიზება.

  • რეაბილიტაციის მენეჯერის მართვაში მყოფი პორტფელის გამოჯანსაღებაზე ზრუნვა;

  • მსესხებლებთან ბიზნეს ობიექტზე ვიზიტი;

  • პორტფელის ეფექტურად სამართავად ბანკის სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაცია (იურიდიული სამსახური, საკრედიტო ადმინისტრაცია და ა.შ.)



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



განათლება: უმაღლესი (სასურველია, ეკონომიკური).

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია, საშუალო ბიზნეს სესხების დაკრედიტების/რისკების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.



ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel);

  • პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადების და გაანალიზების უნარი;

  • დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 24 ნოემბერი, 2023

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით