სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის დისტანციური ბანკირის  პოზიციაზე თბილისში.


ვის ემსახურება:

მცირე ბიზნესის ბანკირი ემსახურება მცირე ბიზნესის წინასწარ შერჩეულ არამსესხებელ კლიენტთა ჯგუფს.


ბანკირის ძირითადი პასუხისმგებლობა:

მცირე ბიზნესის დისტანციური ბანკირი წინასწარ შერჩეულ კლიენტების სიმრავლესთან ახდენს კომუნიკაციას და საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას


ძირითადი მოვალეობები:

  • საჯარო რეესტრში ახალ რეგისტრირებულ კომპანიებთან პროაქტიული კომუნიკაცია და მათთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს საბანკო მომსახურების პირობების გაცნობა / შეთავაზება;

  • ბიზნეს პაკეტის უპირატესობების გაზიარება, პაკეტში შემავალი პროდუქტების შეთავაზება და კლიენტის მხარდაჭერა დამატებითი საჭიროების არსებობის შემთხვევაში;

  • დისტანციური არხებიდან ანგარიშის გახსნის პროცესის გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის მხარდაჭერა;

  • ბანკის საგადახდო პროდუქტების პირობების და პროდუქტების სარგებელის გაცნობა მომხმარებლისთვის.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი;

სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • ქართული თავისუფლად, ინგლისური ენა კარგად;

  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბურძგლას ქუჩა, #56


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.