ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის დისტანციური ბანკირის პოზიციაზე თბილისში.
ბანკირის ძირითადი პასუხისმგებლობა:
დისტანციურ ბანკირს მართვაში გადაეცემა კლიენტების პორტფელი და პასუხისმგებელი იქნება, ამ კლიენტების განვითარებაზე, Share of Wallet -ის ზრდაზე, მათი კმაყოფილების ამაღლებასა და შენარჩუნებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კლიენტების პორტფელის განვითარება დასახული ამოცანების შესაბამისად;
· პორთფელში არსებული კლიენტების საბანკო პროდუქტებზე/მომსახურებაზე არსებული მოთხოვნილებების იდენტიფიკაცია/ანალიზი;
· კლიენტების მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, სათანადო კონსულტაციის გაწევა;
· წინასწარ განსაზღვრულ პოტენციურ კლიენტთა გაყიდვების კამპანიებზე აქტიურად მუშაობა;
· პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ.
სავალდებულო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· მინიმუმ 1 წლიანი საბანკო გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით.
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
· ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
· გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი;
სამუშაო ადგილი:
საბურთალო, ბურძგლას ქუჩა ნ56.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.
გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის, 26 აგვისტოს ჩათვლით!