ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის დისტანციური ბანკირის პოზიციაზე თბილისში.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, წარმართავ წინასწარ შერჩეულ მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზების პროცესს, კერძოდ:
წარმართავ საჯარო რეესტრში ახალ რეგისტრირებულ კომპანიებთან პროაქტიული კომუნიკაციასა და მათთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს საბანკო მომსახურების პირობების გაცნობასა და შეთავაზებას;
პოტენციურ მომხმარებლებს გაუზიარებ ბიზნეს პაკეტის უპირატესობებს, შესთავაზებ პაკეტში შემავალ პროდუქტებს და გაუწევ მხარდაჭერას დამატებითი საჭიროების არსებობის შემთხვევაში;
მომხმარებლებს გააცნობ დისტანციური არხებიდან ანგარიშის გახსნის პროცესს, ბანკის საგადახდო პროდუქტების პირობების და პროდუქტების სარგებელის შესახებ მიაწვდი ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში გაუწევ დამატებით მხარდაჭერას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების (სასაუბრო) ცოდნა;
მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
ორგანიზებულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბურძგლას ქუჩა, #56
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, მიიღო ახალი ცოდნა და გამოსაცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 21 მარტი, 2025