ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის დისტანციური ბანკირის პოზიციაზე თბილისში.

 

ბანკირის ძირითადი პასუხისმგებლობა:

დისტანციურ ბანკირს მართვაში გადაეცემა კლიენტების პორტფელი და პასუხისმგებელი იქნება, ამ კლიენტების განვითარებაზე, Share of Wallet -ის ზრდაზე, მათი კმაყოფილების ამაღლებასა და შენარჩუნებაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები:

·       კლიენტების პორტფელის განვითარება დასახული ამოცანების შესაბამისად;

·       პორთფელში არსებული  კლიენტების საბანკო პროდუქტებზე/მომსახურებაზე არსებული მოთხოვნილებების იდენტიფიკაცია/ანალიზი;

·       კლიენტების მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, სათანადო კონსულტაციის გაწევა;

·       წინასწარ განსაზღვრულ პოტენციურ კლიენტთა გაყიდვების კამპანიებზე აქტიურად მუშაობა;

·       პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ. 

 

სავალდებულო მოთხოვნები:

·       უმაღლესი განათლება;

·       მინიმუმ 1 წლიანი საბანკო გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით.

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

·       ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

·       გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;

·       მოლაპარაკების წარმოების უნარი;


 

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

 

გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის, 8 იანვრის ჩათვლით!

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით