ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდევბის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის ბანკირის თანამდებობაზე მცხეთაში.


 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;

  • მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;

  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;

  • მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;

  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა.

 

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  

განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა / ფინანსები / ბიზნესის ადმინისტრირება / მათემატიკა

 

 

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით ბანკში.

 

 

ანაზღაურება: ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.

 

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია რუსული ენის ცოდნა;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

  • ორგანიზებულობა, ენერგიულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დაგეგმვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. 

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 10 მარტი , 2025

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით