სს „საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის უმცროსი მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქციები:
საკანცელარიო, სამეურნეო საქონლით და კომპიუტერული ტექნიკით მომარაგების შესახებ შემოსული მოთხოვნების დროული შესრულება;
ბანკის ოფისებში კომუნალური და სამეურნეო კუთხით წარმოქმნილი პრობლემების დროული მოგვარება;
ბანკის ოფისებში დაგროვილი საარქივო მასალების გადატანა ცენტრალურ არქივში, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე;
საოფისე ინვენტარის გადაადგილება;
ოფისის განლაგების მოწყობა;
ბანკის ოფისებში არსებული საჭირო დოკუმენტაციისა და შეტყობინებების მიტანა კანცელარიაში და პირიქით, კანცელარიიდან დოკუმენტაციის ბანკის ოფისებისთვის მიწოდება;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
კომუნიკაბელურობა;
გუნდურობა;
მოქნილობა;
შრომისმოყვარეობა;
პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26 ნოემბერი, 2024.