ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ადამიანური კაპიტალის მართვის სისტემური პროცესები, მათ შორის: კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის საუკეთესო პრაქტიკები, გასაუბრებების ორგანიზებასა და პროცესში ჩართულობა, სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და სტრატეგიული პროექტების მართვა.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

  1. ტალანტების მოზიდვა - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ორგანიზაციის მასშტაბით პოზიციათა ფართო სპექტრისთვის თანამშრომელთა მოძიებასა და შერჩევას. ლიდერატორი აქტიურად ჩაერთვება კანდიდატებთან კომუნიკაციის, ბაზების დამუშავების, გასაუბრებების ორგანიზების, საკონკურსო ეტაპების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მონაწილე ისწავლის როგორ იქმნება შერჩევის პროცესში კანდიდატებისათვის საუკეთესო გამოცდილება.

  2. სწავლება- მიმართულება ფოკუსირებულია ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების შესაბამისი სასწავლო საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, სწავლების სტრატეგიის დაგეგმვასა და პარტნიორული ინიციატივების მართვაზე. ის უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების დიზაინს, განხორციელების კოორდინაციასა და შედეგების შეფასებას, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას. ლიდერატორი ჩაერთვება სასწავლო პროგრამების დაგეგმვისა და   განხორციელების ეტაპზე, შეასრულებს ანალიტიკურ და ოპერაციულ ამოცანებს სტრატეგიულ პროექტებში. ასევე, მონაწილეობას მიიღებს სასწავლო პროცესების მონიტორინგში, მონაცემების დამუშავებაში, საუკეთესო პრაქტიკის კვლევასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაში.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. მათ შორისაა:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

  • კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა

  • პრეზენტაციის უნარები

  • გუნდური მუშაობა

  • ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია / მოქნილობა

  • საოფისე პროგრამების გამოყენება

  • მონაცემთა ბაზების დამუშავება

  • კვლევითი უნარები და სხვა.

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III / IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია, მართვა, სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები

  • გქონდეს საბაზისო ცოდნა და ინტერესი HR ინდუსტრიის მიმართ

  • გამოირჩეოდე კრეატიული აზროვნებითა და დეტალებზე ორიენტირებით

  • გაგაჩნდეს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები

  • გქონდეს სხვების საჭიროებების გაგებისა და მათთან ეფექტური ურთიერთქმედების უნარი

  • გქონდეს კარგი ანალიტიკური, ლოგიკური და კვლევითი უნარები

  • ფლობდე ინგლისურ ენას.

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და, უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისინი ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების მაჩვენებელი 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება;

  3. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;

  4. ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (სათავო ოფისი _ გაგარინის 29ა)

  • სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026

  • ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი (ფიზიკურ სივრცეში)

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026

ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: