ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ადამიანური კაპიტალის მართვის სისტემური პროცესები, მათ შორის: კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის საუკეთესო პრაქტიკები, სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების სტრატეგიები.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი  ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

  1. ტალანტების მოზიდვის სამსახური - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ორგანიზაციის მასშტაბით პოზიციათა ფართო სპექტრისთვის თანამშრომელთა მოძიებასა და შერჩევას. ლიდერატორი აქტიურად ჩაერთვება კანდიდატებთან კომუნიკაციის, ბაზების დამუშავების, გასაუბრებების ორგანიზების, საკონკურსო ეტაპების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. პროგრამის მონაწილე ისწავლის როგორ იქმნება შერჩევის პროცესში კანდიდატებისათვის საუკეთესო გამოცდილება.

  2. სწავლების მიმართულება - მიმართულება ორიენტირებულია სასწავლო პროგრამების შექმნის, განხორციელების და შეფასების პროცესებზე. სამსახური უზრუნველყოფს სასწავლო გამოცდილების დიზაინის შემუშავებას და სტრატეგიული სასწავლო პროექტების მართვას. ლიდერატორი ჩაერთვება სასწავლო პროგრამების მეთოდოლოგიის შემუშავებაში, სასწავლო აქტივობების შექმნის, განხორციელებისა და შედეგების შეფასებაში, მონაწილეობას მიიღებს სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაში.

  3. ტალანტების მართვის სამსახური - სამსახური მიზნად ისახავს თანამშრომელთა პერიოდული შეფასებების ჩატარებას, შიდა ტალანტების განვითარებასა და სტუდენტური პროგრამებით დამწყები ტალანტების მოზიდვას. ლიდერატორი ჩართული იქნება: შეფასების პროცესის მართვასა და შედეგების ანალიტიკაში, სტუდენტური და სტაჟირების პროგრამების მხარდაჭერაში, მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლების განვითარებისა და უკუკავშირის კულტურის გაძლიერების ხელშეწყობაში.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

  • კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა

  • პრეზენტაციის უნარები

  • გუნდური მუშაობა

  • ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია / მოქნილობა

  • საოფისე პროგრამების გამოყენება

  • მონაცემთა ბაზების დამუშავება

  • კვლევითი უნარები

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია, მართვა, სოციალური მეცნიერებები.

  • გქონდეს საბაზისო ცოდნა და ინტერესი HR ინდუსტრიის მიმართ

  • გამოირჩეოდე კრეატიული აზროვნებითა და დეტალებზე ორიენტირებით

  • გაგაჩნდეს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები

  • გქონდეს სხვების საჭიროებების გაგებისა და მათთან ეფექტური ურთიერთქმედების უნარი

  • გქონდეს კარგი ანალიტიკური, ლოგიკური და კვლევითი უნარები

  • ფლობდე ინგლისურ ენას.

 

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:

პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება:

ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:

 ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში  ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:

საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:

სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.

ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.

  • ანაზღაურება:

პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  

ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.  პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.


რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება;

  3. ვიდეო რეზიუმე და პროფესიული ტესტირება: კომუნიკაციის, თვითპრეზენტირების უნარი და პერსონალური თვისებების შეფასება.

  4. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;

  5. ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი _ ქ. თბილისი (სათავო ოფისი - გაგარინის 29ა)

  • სამუშაო ფორმატი _ ჰიბრიდული

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა _ 10 თებერვალი 2025

  • პროგრამის დაწყების თარიღი _ აპრილი 2025

  • პროგრამის დასრულების თარიღი _ დეკემბერი 2025

 

ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

 

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: