ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ბიზნეს ანალიტიკა, ფინანსური მოდელირება და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ საბანკო პროდუქტებისა და პროექტების მომგებიანობის შეფასებაში, ისწავლოთ რთული ფინანსური მონაცემების ტრანსფორმაცია რეალურ ბიზნეს ხედვებად და მიიღოთ მონაწილეობა ბანკის საოპერაციო და სტრატეგიული ეფექტიანობის გაზრდის პროცესში.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

  1. საცალო საბანკო საქმიანობის (RB) ანალიტიკისა და რეპორტინგის დეპარტამენტი- მიმართულების საქმიანობა მოიცავს საცალო ბიზნესის ფინანსური შედეგების, მომგებიანობისა და ღირებულების გენერირების ანალიზს. დეპარტამენტი მუშაობს მოგების სტრუქტურის გააზრებაზე, ფასების მოდელირებასა და ინიციატივების ფინანსურ შეფასებაზე (business case, ROI, NPV), რითაც მონაცემებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს უჭერს მხარს. მენტორის დახმარებით, ლიდერატორი იმუშავებს ფინანსური მოდელების მომზადებაზე, სცენარების ანალიზსა და ინიციატივების ეკონომიკური ეფექტის შეფასებაზე, შეისწავლის პროდუქტის მომგებიანობის შეფასებას, ანალიტიკური რეკომენდაციების შემუშავებას და შედეგების მენეჯმენტისთვის წარდგენას.

  2. დანახარჯების ეფექტიანობის მართვისა და პროექტების ფინანსური ანალიზის სამსახური - მიმართულების ძირითადი საქმიანობაა ბანკის მასშტაბით დაგეგმილი და მიმდინარე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ფინანსური შეფასება, მათი შემოსავლებისა და დანახარჯების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ლიდერატორი ჩაერთვება ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებაში, ასევე ფინანსური და ანალიტიკური მიგნებების შეჯამებასა და შესაბამის მხარეებთან გაზიარებაში. ის შეისწავლის, როგორ გარდაიქმნება პროექტის შესახებ ინფორმაცია ბანკის მასშტაბით გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად და დააკვირდება პროექტის ფაზებს მისი ფინანსური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

  3. SOLO საბანკო მომსახურების ანალიტიკა და რეპორტინგი- მიმართულების საქმიანობა მოიცავს ანალიტიკური პროექტების მართვას, მოგება-ზარალის სიღრმისეულ ანალიზს, ტრენდების იდენტიფიცირებას და ახალი ინიციატივების წარმოდგენას. იგი უზრუნველყოფს საცალო პრემიალური მიზნების ბანკის სტრატეგიასთან შესაბამისობას და ანალიტიკური მონაცემების ზუსტ კომუნიკაციას შიდა სტეიკჰოლდერებთან. ლიდერატორი ჩაერთვება გაყიდვების გეგმების შესრულების ანალიზსა და ახალი მიზნების შემუშავებაში. ის მონაწილეობას მიიღებს მონაცემების მოძიებაში, ანალიტიკური პრეზენტაციების მომზადებასა და მათ წარდგენაში, ასევე იმუშავებს ინფორმაციის სისტემატიზაციასა და ავტომატიზაციაზე.

  4. საოპერაციო ეფექტურობის, რეპორტინგისა და ანალიტიკის სამსახური- მიმართულების ძირითადი საქმიანობა მოიცავს ფინანსურ მოდელირებას, მონაცემთა ანალიტიკასა და რეპორტინგს. იგი მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის მეშვეობით, მხარს უჭერს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას. ლიდერატორი აქტიურად ჩაერთვება გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში. მენტორის დახმარებით, მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას ფინანსურ მოდელირებაში, ბაზრის კვლევასა და დეტალური რეპორტების მომზადებაში, ასევე იმუშავებს ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგზე და მონაწილეობას მიიღებს ფინანსური და ოპერაციული ეფექტიანობის ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებში.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. მათ შორისაა:

  • ფინანსური და სტრატეგიული ანალიზი

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება

  • მონაცემთა ანალიზი, რეპორტინგი და ვიზუალიზაცია

  • ფინანსური მოდელირება

  • პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები

  • პროექტების შეფასება და მართვა

  • საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა;

  • გაგაჩნდეს ფინანსების საბაზისო ცოდნა;

  • გქონდეს ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური, დიდი სურათის დანახვისა და დეტალებზე ფოკუსირების უნარები.

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და, უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისინი ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების მაჩვენებელი 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება

  3. პროფესიული ტესტირება: ფინანსური ცოდნის შეფასება

  4. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის განსაზღვრა

  5. ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (სათავო ოფისი _ გაგარინის 29ა)

  • სამუშაო ფორმატი: სრულად ადგილზე

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026

  • ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი (ფიზიკურ სივრცეში)

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026

ლიდერატორი ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ მათი სფეროს წამყვან დამწყებ პროფესიონალებად.წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: