ვისთვის არის ეს პროგრამა?
სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს: დიდი კომპანიის შიდა კონტროლის მექანიზმები როგორც საოპერაციო აუდიტის, ასევე რისკების მართვის თვალსაზრისით. პროგრამა მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის - საქართველოს ბანკის მაგალითზე პრაქტიკაში გაეცნონ ბიზნეს პროცესებისა და სისტემების რისკების იდენტიფიკაციასა და შეფასებას, აუდიტის სტანდარტებსა და მეთოდოლოგიას.
რას მოიცავს პროგრამა?
პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის ორ როტაციას შემდეგ მიმართულებებში:
საოპერაციო რისკების მართვა - მიმართულების საქმიანობა მოიცავს საოპერაციო რისკების შეფასებას და იდენტიფიკაციას სხვადასხვა ბიზნეს პროცესებზე, პროდუქტებსა და სისტემებზე. როტაციის განმავლობაში ლიდერატორი ჩაერთვება ბანკის პროდუქტების ანალიზში საოპერაციო რისკების შეფასების მიზნით, მათ შორის პროდუქტის შემუშავების პროცესში, როგორც SQUAD-ის ჯუნიორ რისკის პარტნიორი. მონაწილეობას მიიღებს გამოვლენილი რისკების ანალიზსა და ანგარიშგებების მომზადებაში, ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს რისკების მინიმიზაციისთვის.
ოპერაციების აუდიტი - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ბანკის ფუნქციონირებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით მისი პროცესების, პროცედურა/პოლიტიკების, სისტემების ანალიზსა და შეფასებას. ლიდერატორი ჩაერთვება აუდიტის ფარგლებში დაგეგმვის, ტესტირებისა და რეპორტინგის პროცესში, რაც თავის მხრივ მოიცავს პროექტის მხარეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს, ინფორმაციების მოპოვება/გაანალიზების პროცესს, რისკების იდენტიფიცირებას, ტესტირებების დაგეგმვას, დასკვნის მომზადებას/გაზიარებას შესაბამის პირებთან და აუდიტის შიდა მეთდოლოგიის მიხედვით სამუშაო ფაილების ორგანიზებას. ისწავლის, თუ როგორ ხდება პროცესების გაანალიზება, როგორც ეფექტურობის თვალსაზრისით, ასევე რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით. შეისწავლის მიღებული ინფორმაციის აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისად დამუშავებას და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საბოლოოს დაკვნის გამოტანას.
პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:
პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:
კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
დეტალებზე ორიენტირება
კვლევითი უნარები
ეფექტური კომუნიკაცია
რისკების ანალიზი და მართვა
მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი
რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ოპერაციების მენეჯმენტი, ეკონომიკა
გქონდეს ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
შეგეძლოს კრიტიკული აზროვნება და იყო დეტალებზე ორიენტირებული
იცოდე Microsoft Excel
რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?
ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:
ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:
პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.
უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება:
ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.
მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:
ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.
პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:
საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:
სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.
ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.
ანაზღაურება:
პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).
საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:
ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა. პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.
რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?
რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;
ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება;
ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;
ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.
დამატებითი დეტალები
სამუშაო ადგილი ქ. თბილისი ( გარე ოფისი ალ. ყაზბეგის გამზირი #15 ; გარე ოფისი _ გაზაფხულის ქ. 18)
სამუშაო ფორმატი _ ჰიბრიდული
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა _ 10 თებერვალი 2025
პროგრამის დაწყების თარიღი _ აპრილი 2025
პროგრამის დასრულების თარიღი _ დეკემბერი 2025
ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.
კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge