ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს შიდა კონტროლის მექანიზმები, საოპერაციო რისკების მართვა და ოპერაციების აუდიტი. პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მაგალითზე, პრაქტიკაში შეისწავლოთ ბიზნეს პროცესების რისკების იდენტიფიკაცია და შეფასება, ასევე გაეცნოთ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

  1. საოპერაციო რისკების მართვა - მიმართულების საქმიანობა მოიცავს საოპერაციო რისკების შეფასებას და იდენტიფიკაციას სხვადასხვა ბიზნეს პროცესებზე, პროდუქტებსა და სისტემებზე. როტაციის განმავლობაში ლიდერატორი ჩაერთვება საოპერაციო რისკების სხვადასხვა საქმიანობებში: პროდუქტების, სისტემების, პროცესების რისკების ანალიზი, კონტროლების იდენტიფიცირება, სამოქმედო გეგმების შემუშავება და ა.შ. ასევე საოპერაციო ინციდენტების მოკვლევის პროცესში, საოპერაციო რისკების რეპორტების მომზადებასა და ბიზნეს-გავლენის შეფასების პროცესებში.  

  2. ოპერაციების აუდიტი - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ბანკის ფუნქციონირებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით მისი პროცესების ანალიზსა და შეფასებას. ლიდერატორი ჩაერთვება აუდიტის ფარგლებში დაგეგმვის, ტესტირებისა და რეპორტინგის პროცესში, რაც მოიცავს პროექტის მხარეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს, ინფორმაციების გაანალიზებას, რისკების იდენტიფიცირებას, ტესტირებების დაგეგმვას, დასკვნის გაზიარებას შესაბამის პირებთან და აუდიტის შიდა მეთდოლოგიის მიხედვით სამუშაო ფაილების ორგანიზებას. ისწავლის, თუ როგორ ხდება პროცესების გაანალიზება, როგორც ეფექტურობის თვალსაზრისით, ასევე რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით. შეისწავლის მიღებული ინფორმაციის აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისად დამუშავებასა და საბოლოო დაკვნის გამოტანას.

  3. ფინანსური ანგარიშგების შიდა კონტროლის დეპარტამენტი - დეპარტამენტი უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მმართველობის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ამ პროცესის სამართავი ჩარჩოს დანერგვას. ლიდერატორი ჩაერთვება ფინანსური ანგარიშგებისა და ბიზნეს პროცესების კონტროლების ეფექტურობის შეფასებაში. აღნიშნული პროცესები მოიცავს ჩართულ მხარეებთან ინტერვიუებს, რისკებისა და კონტროლების შესახებ ინფორმაციის დოკუმენტირებას, პროცესების გამართულობის ანალიზს. ლიდერატორი ისწავლის რისკების იდენტიფიცირებას, კონტროლების ეფექტურობის შეფასებას და გაეცნობა კოდექსის მოთხოვნებს.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. მათ შორისაა:

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა

  • რისკების იდენტიფიკაცია, ანალიზი და მართვა

  • ბიზნეს პროცესების აუდიტი და შეფასება

  • ფინანსური კონტროლი და IFRS ცოდნა

  • მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი

  • გუნდური მუშაობა და ეფექტური კომუნიკაცია

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ოპერაციების მენეჯმენტი, ეკონომიკა

  • გქონდეს ძლიერი პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები

  • იცოდე ფინანსები და ბუღალტერია საბაზისო დონეზე

  • იცოდე Microsoft Excel, PowerPoint

  • გამოირჩეოდე ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარებით

  • მაღალ დონეზე ფლობდე ინგლისურ ენას

  • სასურველია ინტერესი თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის AI ინსტრუმენტებისა და რობოტიზაციის მიმართ.

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და, უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისინი ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების მაჩვენებელი 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება

  3. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება

  4. ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (გარე ოფისი ალ. ყაზბეგის გამზირი #15; გარე ოფისი _ გაზაფხულის ქ. 18, სათავო ოფისი - გაგარინის 29ა)

  • სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026

  • ზოგადი ტესტირების თარიღი: 8 თებერვალი, ფიზიკურ სივრცეში

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026

ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: