ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს საფინანსო სექტორის იურიდიული მომსახურება: ფართო სპექტრის საბანკო სერვისებისა და პროდუქტების სახელშეკრულებო მხარდაჭერა, საფინანსო ბაზრის ტრანზაქციების მომსახურება, რელევანტურ ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების წარმოება.

რას მოიცავს პროგრამა? 

პროგრამა 8 თვის განმავლობაში გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის ორ როტაციას შემდეგ მიმართულებებში:

  1. საკრედიტო დავების მიმართულება -მიმართულების საქმიანობა მოიცავს კორპორაციული, საშუალო და მცირე ბიზნესის დაფინანსებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სრულ იურიდიულ მხარდაჭერას. გუნდი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, რაც სასამართლო დავებთანაა დაკავშირებული, ასევე პოტენციური დავების სამართლებრივ ანალიზსა და კონსულტაციას, რაც ბანკის ინტერესების დაცვას ემსახურება. მენტორის დახმარებით, ის მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტის მომზადებაში, სამართლებრივი კვლევის ჩატარებასა და დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. პროგრამის მონაწილე შეისწავლის სასამართლო დავის წარმოების პრაქტიკულ ასპექტებს.

  2. დაფინანსების გაცემისა და მოპოვების და ტრანზაქციების სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულება - მიმართულების საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციების სრულ იურიდიულ მხარდაჭერას, მათ შორის ხელშეკრულებების მომზადებას, სამართლებრივ ანალიზს და კონსულტაციას, რაც ბანკის და მისი კლიენტების ინტერესების დაცვას ემსახურება. ლიდერატორი ჩაერთვება ტრანზაქციების დოკუმენტურ უზრუნველყოფაში. მენტორის დახმარებით, ის მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სახის ხელშეკრულების მომზადებაში, სამართლებრივი კვლევის ჩატარებასა და დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. პროგრამის მონაწილე შეისწავლის საფინანსო და საბანკო სამართლის პრაქტიკულ ასპექტებს და გამოცდილებას მიიღებს სარეგისტრაციო წარმოებების განხორციელებაში.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარებისა და ცოდნის განვითარებას. მათ შორისაა:

  • დაფინანსების გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და ვიზირება

  • საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება

  • ტრანზაქციების სტრუქტურიზება

  • მოლაპარაკებების წარმოება

  • სამართლებრივი კონსულტირება

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო იურიდიული მიმართულების ბაკალავრის საფეხურის IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული 

  • გაგაჩნდეს ძლიერი ინტერესი ინდუსტრიის მიმართ 

  • გქონდეს გამორჩეული ანალიტიკური და ლოგიკური უნარები

  • გამოირჩეოდე საუკეთესო ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარებით

  • ფლობდე ინგლისურ ენას

  • გქონდეს GPA მინიმუმ 3.0

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • საერთაშორისო/ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და, უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისინი ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების მაჩვენებელი 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება

  3. პროფესიული დავალება: სფეროს ცოდნისა და ინგლისური ენის უნარების შემოწმება

  4. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება

  5. პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (სათავო ოფისი _ გაგარინის 29ა; გარე ოფისი _ კვერნაძის 10)

  • სამუშაო ფორმატი: სრულად ადგილზე

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026

  • ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი (ფიზიკურ სივრცეში)

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026

ლიდერატორი ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ მათი სფეროს წამყვან დამწყებ პროფესიონალებად.წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: