ვისთვის არის ეს პროგრამა?

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს დაგროვილი ქონების მართვა, საინვესტიციო-საბროკერო საქმიანობა და პრივილეგირებული, მაღალშემოსავლიანი კლიენტებისთვის პერსონალიზებული ფინანსური გადაწყვეტების შეთავაზება. პროგრამა მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, პრაქტიკაში გაეცნონ კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიებს, მონაწილეობა მიიღონ C საფეხურის მოლაპარაკებებში და შეისწავლონ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მექანიზმები როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

  1. დაგროვილი ქონების მართვის კლიენტების ონბორდინგისა და ურთიერთობათა სამსახური (WM)- მიმართულების საქმიანობა გულისხმობს კლიენტებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მათთვის პერსონალიზებული მომსახურების გაწევასა და საბანკო სერვისებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. ლიდერატორი მონაწილეობას მიიღებს პრივილეგირებულ კლიენტებთან C საფეხურის მოლაპარაკებების პროცესში, გაეცნობა სხვადასხვა სექტორისთვის სპეციფიკურ ბიზნეს პროცესებს. ისწავლის კლიენტების ონბორდინგის ეტაპებს, პროდუქტების/სერვისების ინიცირებისა და განვითარების ძირითად პრინციპებს, ურთიერთობების მართვას.

  2. Galt & Taggart Brokerage- მიმართულების საქმიანობა მოიცავს კლიენტებისთვის სამი ძირითადი პროდუქტის: ტრადიციული საბროკერო (Execution Brokerage), ონლაინ საბროკერო (G&T Trader), „საქართველოს ბანკის ინვესტიციები“ და „არადისკრეციული პორტფელის მომსახურების“ სერვისის შეთავაზებას. ლიდერატორი დაეუფლება ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის პროცესებს როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი კლიენტებისთვის ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე. შეისწავლის ფრონტ, მიდლ და ბექ ოფისების ფუნქციებს, მათ შორის კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციის მართვას, ანგარიშების გახსნას, საოპერაციო მონაცემების ასახვას და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ყოველდღიური სიახლეების ანალიზს. ჩაერთვება პორტფელის აწყობის და რებალანსინგის მომზადების პროცესში. ასევე, მიიღებს გამოცდილებას რეპორტების მომზადებასა და კლიენტების დავალებების, მათ შორის ყიდვა-გაყიდვების, შესრულების მიმართულებით.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

  • პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

  • მოლაპარაკებები და ურთიერთობების მართვა

  • პრეზენტაციის უნარები

  • საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება

  • რეპორტინგი და დოკუმენტაცია

  • მონაცემთა ანალიზი

  • ფინანსური ანალიტიკა, შეფასება და მოდელირება

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა

  • გქონდეს ძლიერი ანალიტიკური და ბიზნეს კომუნიკაციის უნარები

  • იცოდე მაკროეკონომიკა, ფინანსები და Microsoft Office-ის პროდუქტები (PowerPoint, Excel)

  • ფლობდე ინგლისურ და რუსულ ენებს

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?
ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და, უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისინი ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების მაჩვენებელი 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება

  3. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება

  4. პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (გარე ოფისი _ პუშკინის 3)

  • სამუშაო ფორმატი: სრულად ადგილზე

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026

  • ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი (ფიზიკურ სივრცეში)

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026

ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: