ლიდერატორი - პორტფელური რისკების ანალიტიკა და რეპორტინგი
ვისთვის არის ეს პროგრამა?
სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს: საკრედიტო პორტფელის მართვა, ბიზნეს პორტფელის სტატისტიკური ანალიზი, რისკების მონიტორინგი, ანალიზი და პროცედურების განვითარება, მათ შორის რეპორტინგის წარმოება, მონაცემთა ანალიზი და სტრეს ტესტების ჩატარება პორტფელის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მონაცემებზე დაყრდნობით ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესი - რეპორტების შექნა, ავტომატიზაცია, მონიტორინგი, ანალიტიკა, ტენდენციებისა და განვითარების არეალის იდენტიფიცირება.
რას მოიცავს პროგრამა?
პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის სამ როტაციას შემდეგ მიმართულებებში:
CB პორტფელური რისკები - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს კორპორაციულ სეგმენტში შექმნილი პორტფელის ხარისხობრივი პარამეტრების რეგულარულ მონიტორინგს და პარამეტრების გაუმჯობესება/შენარჩუნების მიზნით შესაბამისი პროცესების შემუშავებას. ლიდერატორი მონაწილეობას მიიღებს პორტფელის მართვისთვის გამოყენებული პროცესებში, როგორიც არის: სტრეს ტესტები, წინასწარი გამაფრთხილებელი სიგნალების იდენტიფიცირება (EWS), ბიუჯეტირება, ინდივიდუალური მსესხებლების ყოველდღიური ქცევისანალიზი. ჩაერთვება პორტფელის ხარისხის შეფასებისა და არსებული დამხმარე მოდელების შესაძლო გაუმჯობესების პროცესში, ასევე, მოამზადებს შემაჯამებელ პრეზენტაციებს.
SME პორტფელური რისკები - მიმართულების ფუნქციაა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო პორტფელის მუდმივი მონიტორინგი. ლიდერატორი ჩაერთვება რეპორტინგის წარმოებისა და ავტომატიზაციის, მონაცემთა საცავების განვითარების, მონაცემთა ხარისხის ტესტირებისა და ანალიზის პროცესებში. ინტენსიურად ითანამშრომლებს ბანკის მასშტაბით ანალიზისა და რეპორტინგის სხვადასხვა გუნდთან და მოამზადებს შემაჯამებელ პრზენტაციებს.
SME რეპორტინგი და ანალიტიკა - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტთან დაკავშირებული ანალიტიკისა და რეპორტინგის წარმოებას. ლიდერატორი ჩაერთვება არსებული რეპორტების / დეშბორდების პერიოდული გადახედვისა და ოპტიმიზაციის, სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებებისა და მოდელირებების წარმოების, შესაბამის ბიზნეს ერთეულებთან კომუნიკაციის, ახალი საჭიროებების იდენტიფიცირებისა და შემდგომი იმპლემენტაციის პროცესებში.
პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:
პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:
მონაცემთა დამუშავების (ანალიტიკისა და ვიზუალიაცია) უნარები
პრეზენტირების უნარები
სხვადასხვა ბიზნეს პორტფელის პეფრორმანსის საზომი მეტრიკების (მათ შორის ფინანსური მეტრიკების) შესახებ ცოდნა
რისკების იდენტიფიცირება და მართვა
მონაცემთა ანალიტკისა და ვიზუალიზაციის Tool-ების გამოყენება
რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა
მაღალ დონეზე იცოდე Microsoft Excel
გაგაჩნდეს ფინანსების თეორიული ცოდნა
გქონდეს ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
გამოირჩეოდე ინიციატივითა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარით.
რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?
ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:
ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:
პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.
უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება:
ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.
მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:
ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.
პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:
საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:
სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.
ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.
ანაზღაურება:
პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).
საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:
ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა. პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.
რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?
რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;
ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება;
პროფესიული ტესტირება: Excel-ის ცოდნის დონის შეფასება;
ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;
*პრეზენტაცია: შერჩეულ კანდიდატებთან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ჩაინიშნოს პრეზენტაციის მომზადება/წარდგენა.
დამატებითი დეტალები
სამუშაო ადგილი _ ქ. თბილისი (სათავო ოფისი - გაგარინის 29ა; გარე ოფისი - გაზაფხულის ქ.18)
სამუშაო ფორმატი _ ჰიბრიდული / სრულიად ადგილზე
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა _ 10 თებერვალი 2025
პროგრამის დაწყების თარიღი _ აპრილი 2025
პროგრამის დასრულების თარიღი _ დეკემბერი 2025
ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.
კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge