ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს: ფინანსური რისკების მართვა, სახაზინო ოპერაციები, ვალუტის ბაზრებზე მუშაობა, ფინანსური მოდელების სტრუქტურის გაცნობა და გამოყენება.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი  ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

  1. კაპიტალის ადეკვატურობისა და ფინანსური რისკების მართვის სამსახური (ორგანიზაციული რისკების მართვის დეპ) - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ფინანსური რისკების მონიტორინგს, ანალიზსა და მართვას. ლიდერატორი მონაწილეობას მიიღებს ფინანსური რისკების ლიმიტების შემუშავებასა და კონტროლში, გაეცნობა ფინანსურ რისკებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, პოლიტიკა-პროცედურებს და ჩაერთვება საუკეთესო პრაქტიკის მოძიებისა და დანერგვის პროცესში. აღნიშნულ როტაციაზე ლიდერატორი ისწავლის ფინანსური რისკების შესაფასებელ ძირითად ინდიკატორებს, მათი დათვლის პრინციპებს და დაკავშირებული ფინანსური მოდელების სტრუქტურას. გაიღრმავებს ცოდნას ორგანიზაციის ფინანსური მაჩვენებლების და მათი ცვლილებების ანალიზის მიმართულებით და შეიქმნის ფართო ხედვას ბანკის საქმიანობაზე.

  2. ხაზინა - დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს ლიკვიდობის მართვას და სახაზინო ოპერაციების შესრულებას, მათ შორის ვალუტის გაცვლას, ფულადი ბაზრის ოპერაციებს, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას, ბანკნოტურ ოპერაციებს და სავალუტო დერივატივებს. ლიდერატორი გაეცნობა თრეიდერის ფუნქციას, შეისწავლის სახაზინო ოპერაციების განხორციელების სისტემებს (ბლუმბერგი, როიტერი) და შესაბამისად შეასრულებს აუცილებელ გაანგარიშებებს. აღნიშნულ როტაციაზე ლიდერატორი შეიძენს ცოდნას ამ ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების, შესაძლებლობების და მექანიზმების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს სრულყოფილად შეასრულოს ფინანსური სახაზინო ოპერაციები.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

  • ეფექტური კომუნიკაცია

  • ფინანსური რისკების მონიტორინგი და ანალიზი

  • გუნდური მუშაობა

  • ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია

  • საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება

  • ვალუტისა და ფულადი ბაზრის ოპერაციები

  • სახაზინო ოპერაციების რისკების შეფასება

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა

  • იცოდე ფინანსები

  • გქონდეს ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:

პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება:

ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:

 ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში  ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:

საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:

სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.

ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.

  • ანაზღაურება:

პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  

ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.  პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.


რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება;

  3. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;

  4. ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი _ ქ. თბილისი (სათავო ოფისი - გაგარინის 29ა)

  • სამუშაო ფორმატი _ ჰიბრიდული

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა _ 10 თებერვალი 2025

  • პროგრამის დაწყების თარიღი _ აპრილი 2025

  • პროგრამის დასრულების თარიღი _ დეკემბერი 2025

ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: