ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს: დიდი კომპანიის შიდა კონტროლის მექანიზმები როგორც ფინანსური აუდიტის, ასევე ანგარიშგების შიდა კონტროლის თვალსაზრისით. პროგრამა მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის  - საქართველოს ბანკის მაგალითზე პრაქტიკაში გაეცნოს, თუ როგორ უზრუნველყოფს კორპორაცია  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური და საოპერაციო რეპორტინგის წარმოებასა და რეგულაციებთან შესაბამისობას. 

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი  ხანგრძლივობის ორ როტაციას შემდეგ მიმართულებებში:

  1. ფინანსური ანგარიშგების შიდა კონტროლის დეპარტამენტი - დეპარტამენტი უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მმართველობის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ამ პროცესის სამართავი ჩარჩოს დანერგვას. ლიდერატორი ჩაერთვება ფინანსური ანგარიშგების და ბიზნეს პროცესების კონტროლების ეფექტურობის შეფასებაში. აღნიშნული პროცესები მოიცავს  ჩართულ მხარეებთან ინტერვიუებს, რისკებისა და კონტროლების შესახებ ინფორმაციის დოკუმენტირებას, პროცესების გამართულობის ანალიზს. ლიდერატორი ისწავლის რისკების იდენტიფიცირებას, კონტროლების  ეფექტურობის შეფასებას და გაეცნობა კოდექსის მოთხოვნებს.

  2. ფინანსური აუდიტი - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს საქართველოს ბანკის ფინანსური მონაცემებისა და დაკავშირებული პროცესების აუდიტს. ლიდერატორი ჩაერთვება აუდიტის ფარგლებში დაგეგმვის, ტესტირებისა და რეპორტინგის პროცესებში. ფინანსური აუდიტის პროცესი მოიცავს პროექტის ფარგლებში ჩართულ მხარეებთან ინტერვიუებს, IFRS სტანდარტებთან  სააღრიცხო პოლიტიკის  შესაბამისობისშემოწმებას. საბოლოოდ, შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადებას რეპორტის სახით და მის გაზიარებას/გაცნობას ჩართულ მხარეებთან. ლიდერატორი პროექტების დამუშავებისას  შეისწავლის შესაბამისი IFRS სტანდარტების მოთხოვნებს, გაეცნობა ბანკის ფინანსურ ანგარიშგებას, შეისწავლის აუდიტის სპეციფიკას, აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისად მოპოვებული ინფორმაციის დოკუმენტირებასა და გაეცნობა თუ როგორ ხდება მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საბოლოო დასვნის გამოტანა.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:

  • IFRS სტანდარტების ცოდნა

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

  • ეფექტური კომუნიკაცია

  • პრეზენტაციის უნარები

  • დეტალებზე ორიენტირება

  • საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება

  • ფინანსური აუდიტი და რეპორტინგი

  • კვლევითი უნარები

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა

  • იცოდე ფინანსები

  • გამოირჩეოდე ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარებით

  • გქონდეს  ძლიერი პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები

  • მაღალ დონეზე ფლობდე ინგლისურ ენას

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:

პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება:

ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:

 ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში  ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:

საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:

სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.

ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.

  • ანაზღაურება:

პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  

ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.  პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.


რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება;

  3. პროფესიული ტესტირება: ფინანსური ცოდნის შეფასება;

  4. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;

  5. ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი _ ქ. თბილისი (სათავო ოფისი - გაგარინის 29ა ; გარე ოფისი - ალ. ყაზბეგის გამზირი #15)

  • სამუშაო ფორმატი _ ჰიბრიდული

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა _ 10 თებერვალი 2025

  • პროგრამის დაწყების თარიღი _ აპრილი 2025

  • პროგრამის დასრულების თარიღი _ დეკემბერი 2025

ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: