ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მონაცემთა ანალიტიკა, მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბიზნეს პრობლემების გადაჭრა. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, იმუშაოთ დიდი მოცულობის მონაცემებთან და შექმნათ ანალიტიკური მოდელები, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და ფინანსური რისკების პრევენციას ემსახურება.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი  ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

  1. მონაცემთა მეცნიერება - მიმართულების საქმიანობა მოიცავს მონაცემების შეგროვებასა და გაანალიზებას ბიზნეს-მიზნების მხარდასაჭერად. გუნდი მუშაობს დიდი მოცულობის მონაცემებთან, ქმნის და წვრთნის მოდელებს, იყენებს თანამედროვე მონაცემთა ანალიტიკის, დიდი მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის/მანქანური სწავლის მეთოდებს ინოვაციური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შესაქმნელად.ლიდერატორი ჩაერთვება მონაცემთა ანალიტიკისა და მონაცემთა მეცნიერების პროცესებში, მიიღებს გამოცდილებას დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობაში, მონაცემებზე დაფუძნებული მოდელების შექმნასა და გაწვრთნაში. იგი მოამზადებს ანალიტიკურ რეპორტებსა და ვიზუალიზაციებს, გააანალიზებს შედეგებს და დააკავშირებს მათ ბიზნეს-მიზნებთან.

  2. მონაცემთა ანალიტიკა (შიდა კონტროლის დეპარტამენტი) - მიმართულების საქმიანობა ფოკუსირებულია ბანკის შიდა და გარე თაღლითობების დროულ აღმოჩენასა და პრევენციაზე. გუნდი მუშაობს საკრედიტო, არასაკრედიტო და ტრანზაქციული რისკების ანალიზზე, იყენებს სტატისტიკურ მეთოდებსა და მანქანური სწავლების ალგორითმებს საეჭვო ქცევებისა და ანომალიების გამოსავლენად. საქმიანობა მჭიდროდ არის ინტეგრირებული ბანკის მონაცემთა სისტემებთან და ხორციელდება ბიზნესთან თანამშრომლობით.ლიდერატორი ჩაერთვება თაღლითობებისა და რისკების ანალიტიკურ პროცესებში, მიიღებს გამოცდილებას ტრანზაქციული და ქცევითი მონაცემების ანალიზში, ანომალიების გამოვლენასა და პრევენციული გადაწყვეტილებების მხარდაჭერაში. იგი დაეხმარება მოდელების მუშაობის შეფასებას, ანალიტიკური რეპორტების მომზადებასა და შედეგების ბიზნესთან კომუნიკაციას, ასევე გაეცნობა შიდა კონტროლისა და რისკების მართვის მონაცემებზე დაფუძნებულ პრაქტიკებს.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

  • მონაცემთა ანალიზისა და მოდელირებისთვის Python-ისა და მისი ბიბლიოთეკების გამოყენება.

  • დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა SQL-ისა და Spark-ის გამოყენებით.

  • მანქანური სწავლების მოდელების შექმნა, გაწვრთნა და შეფასება (მაგ: თაღლითობის დეტექცია, პროგნოზირება).

  • მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების (მაგ: Power BI) გამოყენებით რეპორტებისა და დაფების (Dashboard) შექმნა.

  • სტატისტიკური მეთოდებისა და ალგორითმების პრაქტიკული გამოყენება რისკების ანალიზისა და ანომალიების აღმოსაჩენად.

  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები მონაცემთა პროექტებზე Agile პრინციპების გამოყენებით.

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული შემდეგ ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, სტატისტიკა, ფიზიკა, ეკონომიკა ან სხვა ტექნიკური/ზუსტი მეცნიერებები.

  • გაგაჩნდეს ძლიერი ლოგიკური და ანალიტიკური უნარები

  • იყო შრომისმოყვარე და გქონდეს მაღალი მოტივაცია ჩამოყალიბდე მონაცემთა მეცნიერების სფეროს პროფესიონალად

  • გამოირჩეოდე ინიციატივიანობითა და გუნდური მუშაობის უნარით.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • პროგრამირების საბაზისო ცოდნა (სასურველია Python)

  • მონაცემთა მანიპულაციისა და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების საბაზისო ცოდნა (სასურველია SQL, Power BI)

  • მანქანური სწავლების ძირითადი კონცეფციების ცოდნა

  • ვერსიის კონტროლის სისტემის (მაგ: Git) გამოყენების გამოცდილება.

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერას და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროების მიხედვით (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს საფუძველზე პროგრამის მოთხოვნებთან აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის        გადაჭრის უნარების შეფასება

  3. მათემატიკური უნარების ტესტირება

  4. ინდივიდუალური გასაუბრება: აპლიკანტის კომპეტენციების, ცოდნისა და ინტერესების პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა / შეფასება

დამატებითი დეტალები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (ლისის გარე ოფისი _ მუხრან მაჭავარიანის ქუჩა #1; გარე ოფისი _ გაზაფხულის ქ. 18)

  • სამუშაო ფორმატი: ადგილზე

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026.

  • ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი (ფიზიკურ სივრცეში)

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026.

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026.

პროგრამა ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს შესაძლებლობას, განვითარდნენ წამყვან პროფესიონალებად და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე მუშაობით. პროგრამის წარმატებულ მონაწილეებთან მოვიაზრებთ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ორიენტირდება ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, მინიმუმ 2 წლიანი პერსპექტივით, რათა ერთად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნით.

მრავალფეროვანი პროფესიული ინტერესების ქონის შემთხვევაში, კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.  


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge;

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: