ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მომხმარებელთა გამოცდილების მართვა, ლოიალურობის პროგრამების სტრატეგია და პარტნიორული ურთიერთობები. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, იმუშაოთ მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და კამპანიების შექმნაზე, და ამავდროულად, ჩაერთოთ პარტნიორული ურთიერთობების მართვაში.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

  1. ლოიალურობის პროგრამის მართვა - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ლოიალურობის პროგრამების სტრატეგიისა და ხედვის შემუშავებას, მომხმარებელთა ლოიალურობის ზრდის მასტიმულირებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.  ლიდერატორი მონაწილეობას მიიღებს ლოიალურობის კამპანიების სრული ციკლის მართვის პროცესში, რაც გულისხმობს, საბაზრო კვლევაზე დაყრდნობით მიზნობრივი პარტნიორების მოძიებას, შესწავლას, ბანკის მასშტაბით სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან და გარე პროვაიდერ კომპანიებთან მოლაპარაკებებს, კამპანიების ეფექტიანობის ანალიტიკასა და შედეგების გაზომვას.

  2. საცალო სეგმენტის მართვა - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს საცალო სეგმენტის მომხმარებელთა საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვას როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სერვისებისა და პროდუქტების განვითარების გზით.  ლიდერატორი მონაწილეობას მიიღებს თვითდასაქმებულ, ახალგაზრდა თაობის, მიგრანტების, უფროსი თაობის, არარეზიდენტი და ეთნიკური უმცირესობების სეგმენტის ანალიზის, მართვის და სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებაში, მათი საჭიროებების და შესაბამისი კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში.

  3. მომხმარებელთა გამოცდილების მართვა - მიმართულების მთავარი მისიაა ბანკში მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება. ის მუშაობს ბანკის ყველა არხსა და პროდუქტზე — როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მომხმარებლების საჭიროებებისა და pain point-ების იდენტიფიცირებაზე, მათი კმაყოფილების გაზომვასა და მომხმარებლის გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებაზე. ლიდერატორი იმუშავებს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებზე, CSAT-ისა და NPS-ის გაზომვასა და ინტერპრეტაციაზე, ისწავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების ანალიტიკას, რეპორტინგსა და დასკვნების ფორმირებას. გაეცნობა, როგორ ერთიანდება ბანკის სხვადასხვა მიმართულებიდან მომხმარებლის „ხმა“და როგორ გადაიქცევა ის ახალ პროექტებად.

  4. პარტნიორებთან ურთიერთობის & ხარისხისა და პროცესების მართვა - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობების მართვასა და მათ მხარდაჭერას გადახდების მიმართულებით. ის უზრუნველყოფსპორტფელში არსებული კლიენტების მომსახურებას, ეხმარება მათ ბრუნვის ზრდაში და გადახდების თანამედროვე  მეთოდების დანერგვაში, ზრუნავს პორტფელის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ლიდერატორი ჩაერთვება პარტნიორი კლიენტების მხარდაჭერის პროცესში, რაც მოიცავს გადახდებთან დაკავშირებული პროდუქტების შეთავაზებებს და პრობლემური სიტუაციების მოგვარებას. მენტორის დახმარებით, ის მონაწილეობას მიიღებს ახალი კლიენტების ქსელში ჩართვაში, ხელშეკრულებების გაფორმებასა და შესაბამისი ბაზების კონტროლში.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. მათ შორისაა:

  • მოლაპარაკებების წარმოება

  • პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა

  • მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი

  • კამპანიების დაგეგმვა და მართვა

  • ბაზრისა და სეგმენტების კვლევა

  • მომხმარებელთა საჭიროებების/კმაყოფილების კვლევა

  • პროცესებისა და ხარისხის მართვა

  • პროექტების მართვა

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, საოპერაციო მენეჯმენტი, მარკეტინგი, მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

  • გქონდეს ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები

  • გამოირჩეოდე ინიციატივიანობით, ანალიტიკური აზროვნებითა და დეტალებზე ორიენტირებულობით

  • ფლობდე პრეზენტაციის უნარებს

  • იცოდე Microsoft Excel-ის გამოყენება

  • კარგად ფლობდე ინგლისურ ენას

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და, უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისინი ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების მაჩვენებელი 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება

  3. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება

  4. ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (სათავო ოფისი _ გაგარინის 29ა; გარე ოფისი _ ალ. ყაზბეგის გამზირი #15; გარე ოფისი _ ლისი, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა #1)

  • სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026

  • ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი (ფიზიკურ სივრცეში)

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026

ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: