ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მილიონობით მომხმარებლისთვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე საბანკო გამოცდილების შექმნა, მომხმარებლის კმაყოფილების ინდიკატორებზე დაკვირვება, ლოიალობის პროგრამებზე მუშაობის გზით მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, პარტნიორებთან ურთიერთობა და საქმიანი მოლაპარაკებები.

 

ალტერნატიული გაყიდვების სამსახური მოიცავს დეველოპერებთან, ავტო დილერებთან და სხვა მსხვილ კომპანიებთან კომუნიკაციას, მოლაპარაკებას, განსაკუთრებული პირობების/შეთავაზებების შეთანხმებას.. ასევე ამ მიმართულების გავლით ხდება ახალი კლიენტების აკვიზიცია ალტერნატიული გზებით, კომპანიების და სხვადასხვა სქემების საშუალებით. მთავარი უნარი რასაც წაიღებს კანდიდატი არის, მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, გაყიდვების გამოცდილება, task management, გაიცნობს მნიშვნელოვან კლიენტებს, რომლებთან კომუნიაციის პროცესშიც შეძლებს საინტერესო უნარების განვითარებას.

 

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი  ხანგრძლივობის სამ როტაციას შემდეგ მიმართულებებში:

  1. მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი (CX) - დეპარტამენტის მთავარი მიზანია ბანკის თითოეულ მომხმარებელზე ზრუნვა და მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის შექმნა. დეპარტამნეტი მუშაობს ბანკის სხვადასხვა არხში თუ პროდუქტზე ფიზიკური და იურიდიული მომხმარებლების საჭიროებების და pain point-ების იდენტიფიცირებაზე, მათი კმაყოფილების დონის გაზომვასა და მონიტორინგზე მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. დეპარტამენტი აერთიანებს ბანკის ყველა მიმართულების მომხმარებელთა ხმას, დასმულ ამოცანას და საჭიროების შემთხვევაში აინიცირებს ახალ პროექტებს. ლიდერატორი მონაწილეობას მიიღებს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების კითხვარების და მეთოდების შემუშავებაში, შედეგების დამუშავებაში და ანალიტიკაში. ასევე, განავითარებს ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ანალიტიკისა და რეპორტინგის უნარებს. გაეცნობა მომხმარებელთა კმაყოფილების ძირითად პარამეტრების, მათ შორის CSAT-სა & NPS-ს, კვლევის მეთოდებს და მიდგომებს.

  2. ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტი - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ლოიალურობის პროგრამების სტრატეგიისა და ხედვის შემუშავებას, მომხმარებელთა ლოიალურობის ზრდის მასტიმულირებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.  ლიდერატორი მონაწილეობას მიიღებს ლოიალურობის კამპანიების სრული ციკლის  მართვის პროცესში (განსაკუთრებით აქტიურად PLUS და American Express ბარათების ლოიალურობის კამპანიების ჭრილში), რაც გულისხმობს, საბაზრო კვლევაზე დაყრდნობით მიზნობრივი პარტნიორების მოძიებას, შესწავლას, ბანკის მასშტაბით სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან და გარე პროვაიდერ კომპანიებთან მოლაპარაკებებს, კამპანიების ეფექტიანობის ანალიტიკასა და შედეგების გაზომვას.

  3. პრემიალური საცალო საბანკო მიმართულების პარტიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი (SOLO) - დეპარტამენტი პასუხისმგებელია პრემიალური საცალო საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე, რაც მოიცავს დეველოპერულ პროექტებზე, ავტო-ცენტრებში გაცემულ სესხებსა და SOLO კლიენტების მოზიდვას. დეპარტამენტის მიზანია პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, პროდუქტების გაყიდვების ზრდა, ახალი ბაზრების აღმოჩენა, ძლიერი პოზიციის შენარჩუნება. ლიდერატორი ჩაერთვება პარტნიორებთან კავშირის დამყარებისა და ნდობის გაზრდის პროცესებში. ისწავლის კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების  მონიტორინგს, გაყიდვების პროცესის ოპტიმიზაციასა და  ახალი ინსტრუმენტების დანერგვას, პარტნიორული ქსელის გაფართოებას და შეთავაზებების მორგებას მომხმარებლის მოთხოვნებზე.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:

  • მოლაპარაკებების წარმოება

  • გაყიდვების უნარები

  • ურთიერთობების მართვა

  • მონაცემთა ანალიზი

  • რეპორტინგი

  • პროექტების მართვა

  • ბაზრისა და კონკურენციის მონიტორინგი

  • მომხმარებელთა საჭიროებების/კმაყოფილების კვლევა

  • Medallia-სთან მუშაობის გამოცდილება

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, საოპერაციო მენეჯმენტი, მარკეტინგი, მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

  • გქონდეს ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები

  • გამოირჩეოდე ინიციატივიანობით, დამოუკიდებლად მუშაობის უნარით, ლოგიკური და კრეატიული აზროვნებით

  • ფლობდე პრეზენტაციის უნარებს

  • იცოდე Microsoft Excel-ის გამოყენება

  • კარგად ფლობდე ინგლისურ ენას

  • გქონდეს ინტერესი გაყიდვების სფეროს მიმართ

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:

პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება:

ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:

 ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში  ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:

საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:

სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.

ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.

  • ანაზღაურება:

პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  

ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.  პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.


რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება;

  3. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;

  4. ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი _ ქ. თბილისი (სათავო ოფისი - გაგარინის 29ა; გარე ოფისი - ლისის ტბისა და ზემო ვეძისს შორის)

  • სამუშაო ფორმატი _ ჰიბრიდული

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა _ 10 თებერვალი 2025

  • პროგრამის დაწყების თარიღი _ აპრილი 2025

  • პროგრამის დასრულების თარიღი _ დეკემბერი 2025

ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

 

 

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: