ლიდერატორი - მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკინგი
ვისთვის არის ეს პროგრამა?
სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს: მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის საბანკო მომსახურების სრული ციკლი - ბანკირების, ანალიტიკოსების და რისკ-მენეჯერების თანამშრომლობლობის პროცესი, რომელიც საბოლოოდ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
რას მოიცავს პროგრამა?
პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის სამ როტაციას შემდეგ მიმართულებებში:
Medium ბიზნესის გაყიდვები - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს SME კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების სრული ციკლის მართვას. ლიდერატორი ჩერთვება კლიენტების მოზიდვის, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისა და წარმართვის, პროექტების დამუშავების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. დააკვირდება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით პოტენციური კლიენტების კონსულტირების პროცესს, იზრუნებს ახალი შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირებულობაზე. ლიდერატორი გაეცნობა SME სექტორს მორგებულ საბანკო პროდუქტებს და განივითარებს მომხმარებელთან ურთერთობის უნარებს.
SME ანალიტიკა - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს SME საკრედიტო პროექტების ანალიზსა და შეფასებას. ლიდერატორი ჩაერთვება პროექტის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავების, ფინანსური ანალიზის, შეფასების, მოდელირებისა და საკრედიტო განაცხადების მომზადების პროცესში. განივითრებს ფინანსური უწყისების ანალიზის, ბიზნეს ინფორმაციის შეჯამებისა და პრეზენტაციის უნარებს.
MSME რისკები - მიმართულების ფუქნციაა საკრედიტო განაცხადების განხილვა, საკრედიტო რისკების შეფასება და სესხის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ლიდერატორი ჩაერთვება კომპანიების ბიზნესისა და ფინანსური მდგომარეობის ანალიზის, რისკების გამოვლენისა და დაზღვევის პროცესში. ითანამშრომლებს ანალიტიკოსებთან და ბანკირებთან, პროექტის დამუშავების მიზნით. განივითარებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, მიიღებს ფინანსური რისკების იდენტიფიცირების, შეფასების, დაზღვევისა და მონიტორინგის გამოცდილებას.
პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:
პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:
კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
მოლაპარაკებები და ურთიერთობების მართვა
პრეზენტაციის უნარები
გუნდური მუშაობა
ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია
საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება
ფინანსური ანალიტიკა, შეფასება და მოდელირება
რისკების მართვა
რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა
იცოდე ფინანსები
გქონდეს ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?
ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:
ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:
პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.
უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება:
ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.
მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:
ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.
პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:
საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:
სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.
ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.
ანაზღაურება:
პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).
საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:
ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა. პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.
რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?
რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;
ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება;
ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;
ქეისის პრეზენტაცია: ფინანსების ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.
დამატებითი დეტალები
სამუშაო ადგილი ქ. თბილისი (გარე ოფისი გაზაფხულის ქ. 18; 4B ყაზბეგი (ყაზბეგის #15), 4B თავისუფლება (თავისუფლების მოედანი #7), გუდიაშვილის #2)
სამუშაო ფორმატი - სრულიად ადგილზე
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა _ 10 თებერვალი 2025
პროგრამის დაწყების თარიღი _ აპრილი 2025
პროგრამის დასრულების თარიღი _ დეკემბერი 2025
ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.
კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge