ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს პროდუქტის მარკეტინგი, მომხმარებლის საჭიროებების შესწავლა და შიდა კორპორატიული კულტურის ფორმირება. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, იმუშაოთ პროდუქტების განვითარებასა და მარკეტინგულ კამპანიებზე და ჩაერთოთ თანამშრომლების ლოიალობის პროექტების შექმნაში.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის 3 როტაციას შემდეგ მიმართულებებში:

  1. პროდუქტის მარკეტინგი (Retail & SME სეგმენტები) - მიმართულება მოიცავს ორ დამოუკიდებელ როტაციას, რომლის ფარგლებშიც გაეცნობით როგორც საცალო, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქტების მარკეტინგის სპეციფიკას. სეგმენტების საქმიანობა მოიცავს მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნვას, მათი საჭიროებების შესაბამისად პროდუქტების განვითარებას, რელევანტური შეხების წერტილების გაუმჯობესებასა და მარკეტინგული კამპანიების განხორციელებას.
    ლიდერატორი ჩაერთვება პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის პროცესში. მენტორის დახმარებით, ის შეისწავლის მომხმარებლის საჭიროებების ანალიზს, მონაწილეობას მიიღებს საკომუნიკაციო არხების შერჩევასა და კამპანიების შედეგების მონიტორინგში. პროგრამის მონაწილე გამოცდილებას მიიღებს კონტენტის შექმნაში, რეპორტების მომზადებასა და გარე სააგენტოებთან თანამშრომლობაში.

  2. შიდა ჩართულობა- მიმართულების საქმიანობა მიზნად ისახავს თანამშრომლების გაერთიანებას ბრენდის იდეისა და შიდაორგანიზაციული ღირებულებების გარშემო, ძლიერი კორპორაციული კულტურის ფორმირების გზით. გუნდი უზრუნველყოფს ბრენდის საკომუნიკაციო კამპანიების თანამშრომლებში ინტეგრირებას, ლოიალობის პროექტებისა და შიდა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
    ლიდერატორი ჩაერთვება შიდა კორპორატიული კულტურის გაძლიერებაზე მიმართულ პროექტებში. მენტორის დახმარებით, ის მონაწილეობას მიიღებს ბრენდის შიდა საკომუნიკაციო კამპანიების დანერგვაში, ლოიალობის პროგრამების დაგეგმვასა და შიდა ივენთების ორგანიზებაში. მონაწილე შეისწავლის პროექტების მართვის საფუძვლებს და გამოცდილებას მიიღებს სამუშაო სივრცის ბრენდირების პროცესებში.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. მათ შორისაა:

  • პროდუქტებისა და პროექტების მართვა

  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება

  • მომხმარებლის ქცევისა და მონაცემთა ანალიზი

  • შიდა და გარე კომუნიკაციების მართვა

  • ღონისძიებების ორგანიზება

  • კონტენტის სტრატეგია და შექმნა

  • რეპორტინგი და შედეგების მონიტორინგი

  • ბრენდინგისა და კორპორატიული კულტურის განვითარება

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი

  • გქონდეს ძლიერი ინტერესი მარკეტინგული სტრატეგიების, ტაქტიკებისა და მარკეტინგული Tool-ების მიმართ.

  • გქონდეს ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები

  • გამოირჩეოდე ცნობისმოყვარეობით, კრეატიულობით, პროაქტიულობით; გქონდეს თვითმოტივირებისა და შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულობის უნარი

  • გამოირჩეოდე ძლიერი ანალიტიკური უნარებითა და მონაცემებზე ორიენტირებულობით

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და, უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისინი ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების მაჩვენებელი 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება

  3. ვიდეო დავალება: აპლიკანტის მოტივაციის, კომუნიკაცის უნარისა და კრეატიულობის შეფასება

  4. ინდივიდუალური გასაუბრება: აპლიკანტის კომპეტენციების, ცოდნისა და ინტერესების პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა / შეფასება

  5. ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (გარე ოფისი _ ლისის ტბისა და ზემო ვეძისს შორის)

  • სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026

  • ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი 2026 (ფიზიკურ სივრცეში)

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026

ლიდერატორი ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ მათი სფეროს წამყვან დამწყებ პროფესიონალებად.წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: