ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს: მსხვილი კომპანიების ფინანსური ანალიზი და საბანკო მომსახურების ძირითადი პრინციპები, საინვესტიციო საბანკო მომსახურება, გარიგებების სტრუქტურირება და პროექტების მომზადება.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი  ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

  1. კორპორაციული გაყიდვები - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის ციკლის მართვას. ლიდერატორი ჩაერთვება კლიენტის საჭიროებების კვლევისა და კონსულტირების, საბანკო პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებით პროექტების პირველადი დამუშავების პროცესებში. ისწავლის, თუ როგორ  ხდება საკრედიტო პორტფელის მართვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათ ინფორმირებულობასა და კმაყოფილებაზე ზრუნვა.

  2. კორპორაციული ანალიტიკა - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებული პროექტების ანალიტიკას. ლიდერატორი ჩაერთვება საკრედიტო განაცხადების დამუშავების, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლისა და ანალიტიკის, პროექტის მომზადებისა და გადაწყვეტილების მიმღებ კომიტეტთან წარდგენის პროცესებში; ისწავლის, თუ როგორ ხდება კონკურენტული ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და პორტფელში არსებული კლიენტების მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი.

  3. Galt & Taggart საინვესტიციო ბანკინგი - საინვესტიციო საბანკო მომსახურება მოიცავს კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური კონსულტაციების მიმართულებებს, და ემსახურება ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ ფინანსურ ტრანზაქციებს. ლიდერატორი ჩაერთვება საინვესტიციო საბანკო მომსახურების ყველა ტიპის პროექტის მიმდინარეობაში, მათ შორის: გაეცნობა კომპანიის კაპიტალის სტრუქტურის შეფასების, ფინანსური მოდელირების, კომპანიის საბაზრო ღირებულების შეფასების და ობლიგაციების ემისიის პროცესებს.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

  • მოლაპარაკებები და ურთიერთობების მართვა

  • პრეზენტაციის უნარები

  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი

  • გუნდური მუშაობა

  • ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია

  • საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება

  • ფინანსური ანალიტიკა, შეფასება და მოდელირება

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა

  • იცოდე ფინანსები

  • გქონდეს ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:

პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება:

ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:

 ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში  ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:

საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:

სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.

ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.

  • ანაზღაურება:

პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  

ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.  პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.


რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება;

  3. პროფესიული ტესტირება: ფინანსური ცოდნის შეფასება;

  4. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;

  5. ჯგუფური ქეისი: გუნდური მუშაობის და კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი _ ქ. თბილისი (სათავო ოფისი - გაგარინის 29ა; გარე ოფისი - პუშკინის 3)

  • სამუშაო ფორმატი _ სრულიად ადგილზე

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა _ 10 თებერვალი 2025

  • პროგრამის დაწყების თარიღი _ აპრილი 2025

  • პროგრამის დასრულების თარიღი _ დეკემბერი 2025

ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: